"ჯიპა"-მ პირველი გამარჯვება "სასკოლო აკადემიასთან" იზეიმა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის 2022 წლის დასკვნითი შეხვედრები გრძელდება. „ჯიპა“ „სასკოლო ლიგის აკადემიას“ დაუპირისპირდა, კარი მშრალად შეინახა და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა.
საწყის ათ წუთში „სტუდენტები“ სამი ბურთით დაწინაურდნენ, ტაიმის ბოლომდე კი სხვაობა ხუთ ბურთამდე გაზარდეს. „ჯიპა“-მ თამაშის ბოლომდე შეძლო კარის დაცვა, მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ სამი გოლი გაუტანა და „სასკოლო აკადემია“ 8-0 დაამარცხა.
შეხვედრაში ხუთი გოლით დავით ბერაძე გამოირჩა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
დავით ბერაძე, ჯიპა: „პირველი თამასი მოვიგეთ და ძალიან ბედნიერები ვართ. ანგარიშში დიდი სხვაობა დავაფიქსირეთ და ძალიან კარგი თამაში გვქონდა. ტურიდან ტურამდე ვუმატებთ, რაც შესამჩნევია. წინა შეხვედრის შემდეგ ბევრად გაზრდილები ვართ და დღევანდელი მოგება ამის დამსახურებაა. ბურთთანაც უკეთესად ვიყავით, რაც შედეგზე აისახა. ალბათ, პირველივე გოლიდან დავიჯერეთ, რომ ამ თამაშის მოგება შეგვეძლო. ისევ ასეთი მონდომებით გავაგრძელებთ და ვეცდებით, მაქსიმალური ქულები ავიღოთ“.
ფუტსალის ლიგა 3-ის მესამე ტურის ფინალურ მატჩში ერთმანეთს „საქართველოს უნივერსიტეტი 2“ და „სეუ“ ეთამაშებიან.