"დინამო თბილისი" სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოა!

ყველა სიახლე
24 დეკემბერი 2022

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის წლის დასკვნითი შეხვედრები მიმდინარეობს. „დინამო თბილისმა“ ქულები კვლავ არ დაკარგა და მესამე ტურის მატჩში „სელერო“ კომფორტული ანგარიშით 7-1 დაამარცხა.

„დინამო“ საწყის წუთებზევე დაწინაურდა და თამაშში სრული უპირატესობა ჰქონდა, პირველი ტაიმი მათ სასარგებლოდ 3-0 დასრულდა. მეორე ნახევარში „სელერომ“ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ სხვაობის მეტად შემცირება ვერ შეძლო და მიმდინარე წელი ქულების გარეშე დაასრულა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამ-სამი გოლი ლაშა-გიორგი ობოლაძის და თორნიკე მაჭავარიანის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლაშა-გიორგი ობოლაძე, დინამო: „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი ბიჭები შევიკარით. ყველანი მაქსიმუმს ვაკეთებთ და გვინდა პირველ ადგილზე დავასრულოთ ჩემპიონატი. „დინამო თბილისი“ ვართ და ყველა თამაშს დამაჯერებლად ვიგებთ. ასე უნდა გავაგრძელოთ და ნაკლები გოლი გავუშვათ, წაგებას არ ვაპირებთ. სუსტი მეტოქე არ გვყავდა, ყველა მოწინააღმდეგე დასაფასებელია და მინდა ბიჭებს წარმატება ვუსურვო“.

ნიკა ჩხიტუნიძე, სელერო: „დიდი ანგარიშით წავაგეთ დღეს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გუნდს ცუდად არ უთამაშია. ისეთი ხარვეზები გვქონდა, რისი გამოსწორებაც მომავალში შეიძლება და ამაზე ვიმუშავებთ. დინამო კარგად შეთამაშებულია. ჩვენც ყოველი შეხვედრის შემდეგ გვაქვს პროგრესი და აუცილებლად გამოვასწორებთ იმ ხარვეზებს, რაც გვქონდა“.

დღის განმავლობაში მესამე ტურის სხვა შეხვედრებიც გაიმართება. 



  © SBM, 2016-2024