"კროკობეთი" კვლავ დაუმარცხებელია!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა. სათამაშო დღე A ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩებით დასრულდა.
„კროკობეთი“ „ნიკორას“ დაუპირისპირდა, მეტოქეს 2-0 სძლია და ჩემპიონატში ასპარეზობას უდანაკარგოდ აგრძელებს. გიორგი სოზაშვილმა „ბუკმეიკერები“ მეთხუთმეტე წუთზე დააწინაურა. სხვაობა ორ ბურთამდე ნუგზარ ოთინაშვილმა მეორე ტაიმში გაზარდა. მცდელობების მიუხედავად, „ნიკორამ“ მოწინააღმდეგეს გოლი ვერ გაუტანა, „კროკომ“ კარი მშრალად შეინახა და მორიგი გამარჯვება იზეიმა.
ტურის სხვა შეხვედრაში „არმიამ“ „ბანკი ქართუ“ დამაჯერებლად დაამარცხა, ანგარიშით 6-1. ძალოვნებმა სამბურთიანი უპირატესობა საწყის შვიდ წუთში მოიპოვეს. ტაიმის დასრულებამდე „ბანკირებმა“ ერთი გოლი გაქვითეს, მაგრამ სხვაობა მეტად ვეღარ შეამცირეს და სოლიდური ჩამორჩენით დამარცხდნენ. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი ენრი ჩადუნელმა და მალხაზ მერლანმა გაიფორმეს.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონი ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდება.