დრამატულ შეხვედრაში "ფარვანამ" "ავერსთან" იმარჯვა!

ყველა სიახლე
18 დეკემბერი 2022

დრამატულ შეხვედრაში

ბიზესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის B ჯგუფის მეოთხე ტურის დასვნით მატჩში ერთმანეთს „ავერსი“ და „ფარვანა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და „ფარვანას“ სასარგებლოდ 2-1  დასრულდა.

მატჩში ანგარიში პაატა მიგინეიშვილმა გახსნა და „ფარმაცევტები“ დააწინაურა. ჰოვანეს მოსოიანმა მეთორმეტე წუთზე წონასწორობა აღადგინა. ტაიმის ბოლოს „ავერსს“ წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, მეორე ნახევარში, ზოგრამ დარბინიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მინიმალური ანგარიშით, 1-0, მოიგო A ჯგუფში „ჯორჯიან მანგანეზმა“ „საქართველოს ბანკთან“. ერთადერთი გოლი მეთვრამეტე წუთზე გივი სანებლიძემ გაიტანა და გუნდს პირველი გამარჯვება მოუტანა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ზურა შერგელაშვილი, GM: „ძალიან გახარებულები ვართ, რადგან რაც ტურნირი დაიწყო, პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ. არც ერთი გუნდი არ იყო ფავორიტის რანგში. ორივენი თანაბრად ვიყავით და ვცდილობდით გამარჯვებას. ძალიან დაძაბული თამაში იყო და ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი. ეს არ იყო შემთხვევითი გოლი, დამუშავებული კომბინაცია გახლდათ და ბიჭების შრომა იყო ჩადებული. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს კომპანიას, ჯორჯიან მანგანეზს, გვერდში დგომისთვის“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ბოლო სათამაშო დღე A ჯგუფის მეოთხე ტურის დასკვნითი მატჩებით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024