"შსს"-ს წაუგებელი სერია გრძელდება!

ყველა სიახლე
18 დეკემბერი 2022

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე B ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრით გაგრძელდა. „სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ „DHL” დიდი ანგარიშით, 11-3 დაამარცხა.

„ელექტროსისტემამ“ სამბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და დარჩენილ დროში სხვაობა სოლიდური გახადა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ზურა ბიძინაშვილმა ოთხი გოლი გაიტანა, ვლადიმერ ფოფხაძემ კი დუბლი გაიფორმა.

ერთი შეხვედრა გაიმართა A ჯგუფშიც. „შინაგან საქმეთა სამინისტროსა“ და „ბეთლაივის“ მატჩის პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. ოცდამეცამეტე წუთზე „შსს“ დაწინაურდა და მალევე სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. აქტივში დუბლი რევაზ ინჯგიამ მიითვალა. თამაშის ბოლო წუთზე „ძალოვნებმა“ კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და 4-0 იმარჯვეს.  

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ფურცელაძე, შსს: „მინდა აღვნიშნო, რომ მოწინააღმდეგემ საკმაოდ კარგად ითამაშა. პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო. საკმაოდ რთული აღმოჩნდა მათი გატეხვა. ალბათ პირველ გოლამდე იყო თამაში, შემდეგ უკვე კარგად წავიდა ყველაფერი. ჩვენთვის ამ წელს მთავარი იყო პირველი ადგილით დაგვესრულებინა ასპარეზობა. ვეცდებით, ლიდერობა სეზონის ბოლომდე შევინარჩუნოთ“.

დღის ბოლომდე A და B ჯგუფის მეოთხე ტურის სხვა შეხვედრები გაიმართება.



  © SBM, 2016-2024