მეამამ პირველი ქულები მოიპოვა!

ყველა სიახლე
18 დეკემბერი 2022

მეამამ პირველი ქულები მოიპოვა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის წლის დასკვნითი შეხვედრები მიმდინარეობს. დღის განმავლობაში A და B ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება.

სათამაშო დღე B ჯგუფით დაიწყო. „მეამა“-მ მიმდიანრე სეზონში პირველი გამარჯვება „ლიბერთი ბანკთან“ მოიპოვა, ანგარიშით 4-3. „მეამა“ მეოთხე წუთზე დაწინაურდა, მალევე „ბანკირებმა“ წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე მეტოქე კვლავ წინ გავიდა. მეორე ნახევარში „მეამამ“ სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. „ლიბერთიმ“ დარჩენილ დროში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოასწრო და დამარცხდა.

დღის სასტარტო მატჩში „ენერგო-პრომ“ „რუსთავის აზოტი“ 4-2 დაამარცხა და სამიდან სამი მოგებით სატურნირო ცხრილის სათავეში რჩება. „ენერგეტიკოსებმა“ პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს, მაგრამ შემდგომ მეტოქეს კიდევ სამი გოლი გაუტანეს და კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. თამაშის დასრულებამდე „რუსთავის აზოტმა“ ორი ბურთის გაქვითა მოასწრო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიგა ესიტაშვილი, მეამა: „მიუხედავად იმისა, რომ ოთხით ერთს ვიგებდით, მაინც ლამის გაათანაბრა მეტოქემ ანგარიში. წინ ვიყავით გასულები, მაგრამ მოვდუნდით და თითქმის დაგვეწივნენ. ბოლომდე ვიბრძოლეთ და ამან შედეგი გამოიღო. წინა ორი თამაში ალბათ არ იყო ჩვენი, პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ დღეს. ორი წაგების შემდეგ მოტივაცია მოგვეცა ქულა აგვეღო და წელი დადებითად დაგვესრულებინა. მაქსიმალურად ვეცდებით მეტი მოგება გვქონდეს“.

დღის ბოლომდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჯგუფის სხვა შეხვედრებიც გაიმართება.



  © SBM, 2016-2024