"სპორტუნიმ" უშეღავათო ბრძოლაში ფავორიტს აჯობა!

ყველა სიახლე
12 დეკემბერი 2022

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის პირველი წრის დასკვნითი ტური საინტერესოდ წარიმართა. ქუთაისსა და თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ სატურნირო ცხრილში ლიდერობა გორმა დაიბრუნა.

მეშვიდე ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „წალენჯიხასა“ და „საქართველოს უნივერსიტეტს“ შორის მატჩით დასრულდა. UG პირველ ტაიმში ნოდარ მწითურის და ბექა სამყურაშვილის გოლებით დაწინაურდა. ოცდამესამე წუთზე ზაზა ხაფავამ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ბექა მურღულმა ორბურთიანი ჩამორჩენა აღადგინა და "სტუდენტებმა" საბოლოოდ 3-1 იმარჯვეს. 

უშეღავათო ბრძოლა გაიმართა „სპორტის უნივერსიტეტსა“ და „თსუ 2“-ს შორის. სატურნირო ცხრილის ბოლოადგილოსანმა „სპორტუნიმ“ პირველადგილოსანი, შეხვედრის ფავორიტი თსუ, ბოლო წუთზე გატანილი გადამწყვეტი გოლით 4-3 დაამარცხა და ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა.

დაძაბული და სანახაობრივი „სტუდენტური დერბი“ გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. „სპორტუნიმ“ მატჩში ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, ოცდამერვე წუთზე კი წინ გავიდა. ალექსანდრე ქაჯაიამ დარჩენილ დროში აქტივში მეორე გოლი მიითვალა და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ საფინალო სირენამდე ოცი წამით ადრე გიორგი გაზდელიანმა დუბლი გაიფორმა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე წრე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 17 დეკემბერს მერვე ტურით დაიწყება.



  © SBM, 2016-2024