TTC - ბაქსვუდი 1:1 (პენ 2:1.) მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
07 მაისი 2017

TTC - ბაქსვუდი 1:1 (პენ 2:1.) მატჩის შემდგომი კომენტარები

კორპორატიული  თასის 1/4 ფინალისტი  ბაქსვუდისა და  თბილისის  სატრანსპორტო კომპანიას  შორის, შვიდ მეტრიანების  სერიაში  გამოვლინდა.  შეხვედრის  ძირითადი  დრო  ფრედ 1:1  დასრულდა, დამატებით 5  წუთის  განმავლობაში  ვერცერთმა  გუნდმა  ვერ შეძლო თავის  გამოჩენა. "საფეხბურთო ლატარეაში"  რვა   დარტყმიდან  მხოლოდ  ერთი აღმოჩნდა  ზუსტი,  რომელიც თბილისის  სატრანსპორტო  კომპანიის   ფეხბურთელმა   კოტე  ოდიკაძემ გაიტანა.

 შეხვედრის  შემდეგ  გუნდების  წარმომადგენლებმა  sbm.ge-სთან კომენტარები გააკეთეს.

სანდრო  ვაშაკიძე (ბაქსვუდი):“ რთული თამაში იყო, თბილისის  სატრანსპორტო კომპანია  არის გამოცდილი  გუნდი, რომელიც  დიდი ხანია  აღნიშნულ  ჩემპიონატში იღებს  მონაწილეობას. ფორტუნა  დღეს  ჩვენს  მხარეს  არ  იყო,  მოწინააღმდეგე  გუნდის  მეკარემაც   კარგად ითამაშა.  ეს  ფეხბურთია , სადაც  ვერ გაიტან გაგიტანენ.“

დავით  საღარაძე თბილისის  სატრანსპორტო  კომპანია): „არაჩვეულებრივი თამაში  იყო. დაძაბული, ასეთ შეხვედრებში მთავარია  ფსიქოლოგია, ჩვენი  გუნდი  არ გატყდა  და  გამარჯვებაც   შევძელით. ვეცდებით  მეოთხედფინალური  ეტაპისთვის  კარგად  მოვემზადოთ. ჩვენ  დიდი  მიზნები გვაქვს.“



  © SBM, 2016-2024