ჩემპიონატს კორპორატიული გუნდებიც იწყებენ!
ყველა სიახლე30 ოქტომბერს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეორე სათამაშო დღეს უმასპინძლებს. ჩემპიონატში კორპორატიული - ოქროს და ვერცხლის ლიგების გუნდები ჩაერთვებიან.
ხანგრძლივი სათამაშო დღე, ვერცხლის ლიგის პურველი ტურის თამაშებით აიღებს სტრარტს. აღნიშნულ გათამაშებაში წელს 14 გუნდი იღებს მონაწილეობას, სადანაც 8 გუნდი პირველად ითამაშებს ვერცხლის ლიგაში, აქედან ოთხ გუნდს კი სულაც დებიუტი ექნება ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში. ტური დილის 10:00 სთ-ზე აჭარა ჯგუფისა და სავაჭრო ცენტრ „კუბიკის“ გუნდების დაპირისპირებით დაიწყება. მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთს უკვე ნაცნობი მეტოქეები, თეთრი ქუდი და ბანკი რესპუბლიკა დაუპირისპირდებიან. 12:00 სთ-ზე ითამაშებენ საქართველოს ბანკი და ავერსი, 13:00 სთ-ზე ერთმანეთს ორი დებიუტანტი, მინა და ელიტა ბურჯი დაუპირისპირდებიან. 14:00 სთ-ზე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის გუნდი, ვერცხლის ლიგის დებიუტანტს, შემოსავლების სამსახურის გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას. ვერცხლის ლიგაში აღზევებული ლიბერთი ბანკი, შარშანდელ 1/2 ფინალისტს, საქრუსენერგოს ეთამაშება. ტურს, 16:00 სთ-ზე დებიუტანტ დომინო’ს პიცის და შარშანდელი ბრინჯაოს ლიგის გამარჯვებული, ევროპაბეთის გუნდების შეხვედრა დაასრულებს.
30.10.2016. ვერცხლის ლიგა. I ტური
- 10:00 აჭარა ჯგუფი - კუბიკი
- 11:00 თეთრი ქუდი - ბანკი რესპუბლიკა
- 12:00 საქართველოს ბანკი - ავერსი
- 13:00 მინა - ელიტა ბურჯი
- 14:00 ბაქსვუდი - შემოსავლების სამსახური
- 15:00 ლიბერთი ბანკი - საქრუსენერგო
- 16:00 დომინო’ს პიცა - ევროპაბეთი
30 ოქტომბრის სათამაშო დღე, ოქროს ლიგის სასტარტო ტურის მატჩებით გაგრძელდება.
17:00 სთ-ზე ერთამანეთს, ვერცხლის და ოქროს ლიგის შარშანდელი ფინალისტები, თბილისის მერია და ნატახტარი დაუპირისპირდებიან. 18:00 სთ-ზე, კორპორატიული ლიგის თასის მფლობელი, საქართველოს ფოსტის გუნდი, დებიუტანტ მენიუ.ჯის გუნდს შეხვდება. 19:00 სთ-ზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 20:00 სთ-ზე კი „ძალოვანთა დერბი“ გაიმართება, მოქმედი ჩემპიონი საპატრულო პოლიციის გუნდი, ჩემპიონის რანგში პირველ შეხვედრას, თავდაცვის სამინისტროს გუნდ „სარანგთან“ გამართავს. დღის ბოლო შეხვედრას, 21:00 სთ-ზე ვერცხლის ლიგის შარშანდელი ჩემპიონი ვითიბი ბანკი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეორე გუნდი ჩაატარებენ.
30.10.2016. ოქროს ლიგა. I ტური
- 17:00 თბილისის მერია - ნატახტარი
- 18:00 საქართველოს ფოსტა - Menu.Ge
- 19:00 TTC – GWP
- 20:00 პატრული - სარანგი
- 21:00 ვითიბი ბანკი - სფფ
კორპორატიულ ლიგაშიც, სუპერლიგის მსგავსად, ასპარეზობა ერთ წრედ წარიმართება. პლეიოფში გასული 8-8 საუკეთესო კი მოდევნო ეტაპე გასასვლელად ორ მოგებამდე იბრძოლებს. რაც შეეხება კორპორატიული ლიგის თასის გათამაშებას, აქ მონაწილეობის უფლება ოქროს ლიგის ათივე გუნდს და წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, ვერცხლის ლიგის საუკეთესო ექვს გუნდს ექნება.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“.
მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge