მეორე ტურის შემდეგ UG 2 ფუტსალის ლიგა 3-ში პირველ ადგილზეა!

ყველა სიახლე
12 დეკემბერი 2022

მეორე ტურის შემდეგ UG 2 ფუტსალის ლიგა 3-ში პირველ ადგილზეა!

ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის მეორე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „საქართველოს უნივერსიტეტი 2“ და „ჯიპა“ დაუპირისპირდნენ. მატჩი UG-ის სასარგებლოდ 7-2 დასრულდა. „საქართველოს უნივერსიტეტმა“ სატურნირო ცხრილში ბურთების უკეთესი სხვაობით „დინამო თბილისს“ გადაასწრო და  ჩემპიონატში გალიდერდა.

„სტუდენტურ დერბიში“ UG საწყის წუთებზევე დაწინაურდა, პირველ ტაიმში კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს სამბურთიანი უპირატესობით უგებდა. მეორე ნახევარიც „საქართველოს უნივერსიტეტის“ დომინირებით დაიწყო და ოცდამერვე წუთამდე სხვაობა გააორმაგა. „ჯიპა“-მ ერთწუთიან ინტერვალში ჩამორჩენის შემცირება ორი ბურთით მოახერხა, მაგრამ მატჩის შემოტრიალება ვერ შეძლო და მოწინააღმდეგემ საბოლოო ანგარიში ოცდამეთვრამეტე წუთზე დააფიქსირა.

გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი სანდრო ქავთარაძემ და შალვა გუგუნავამ გაიფორმეს.

ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის მესამე ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 24 დეკემბერს გაიმართება. 



  © SBM, 2016-2024