"ლაქტალისი" საკვალიფიკაციო ლიგას უდანაკარგოდ ლიდერობს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის წლის ბოლო შეხვედრები გაიმართა.
მესამე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „უკრაინა“ და „ჯაოკენი“ დაუპირისპირდნენ. „უკრაინამ“ მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა, ანგარიშით 8-0. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან აქტივში ოთხი გოლი ლაშა ჩხაიძემ მიითვალა.
მარტივი გამარჯვება იზეიმა სატურნირო ცხრილის უდანაკარგო ლიდერმა „ლაქტალისმა“ BMG-სთან. „ლაქტალისმა“ პირველ ტაიმში ოთხბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, მეორე ნახევარში კი სხვაობა სოლიდური გახადა, კარი მშრალად შეინახა და საბოლოოდ მეტოქეს 11-0 სძლია. შეხვედრაში სამ-სამი გოლი ლევან გურგენიძემ და ლევან ცეცაძემ გაიტანეს, დუბლი გაიფორმა ალექსანდრე ხიზანიშვილმა.
ტური „ბაზისბანკის“ გამარჯვებით დაიწყო, რომელმაც „შიშეჯამი“ 5-1 დაამარცხა. მიღებულ სამ ბურთს „შიშეჯამმა“ პრესტიჟის გოლით ოცდამეექვსე წუთზე უპასუხა. „ბანკირების“ რიგებიდან დუბლი დიმიტრი მაყიშვილმა და გიორგი პაპოშვილმა გაიფორმეს.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთხუთმეტე სეზონში 2022 წლის ბოლო სათამაშო დღე 18 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.