გრანდ ლიგაში "არმიამ" McGill-ს დამაჯერებლად აჯობა!

ყველა სიახლე
11 დეკემბერი 2022

გრანდ ლიგაში

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის გრანდ ლიგის მესამე ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. „არმიამ“ McGill დიდი უპირატესობით 10-2 დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა. „ძალოვნების“ ორ გოლს მეტოქემ ერთწუთიან ინტერვალში უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე „არმია“ წინ გავიდა, მეორე ნახევარში კი სხვაობა სოლიდური გახადა და დამაჯერებელი სამი ქულა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ირაკლი სუდაძემ გაიფორმა.

ტურის სხვა შეხვედრაში „ელპოზო“ „ბაქსვუდს“ დაუპირისპირდა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ქულა მოიპოვა, მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. „ბაქსვუდმა“ პირველი ტაიმი რევაზ ქემოკლიძის გოლით მოიგო. ოცდამეთექვსმეტე წუთზე მერაბ ბექაიამ წონასწორობა აღადგინა. „ელპოზომ“ ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნა და „ბაქსვუდს“ პირველი ქულები დააკარგვინა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღის განმავლობაში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთხუთმეტე სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება.



  © SBM, 2016-2024