DHL და NS Studio მესამე ტურის შეხვედრაში ფრეზე გაიყარნენ!
ყველა სიახლეთბილისი არენაში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. Სეზონის მორიგი სათამაშო დღე “შინაგან საქმეთა სამინისტროსა” და “საქართველოს ბანკის” დაპირისპირებით დასრულდა.
“Შსს”-მ მეტოქე კომფორტული ანგარიშით 5-2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს ინარჩუნებს. Მატჩის პირველი ტაიმი “ძალოვნების” ოთხბურთიანი უპირატესობით წარიმართა. Მეორე ნახევარში გიორგი ცაგარეიშვილმა დუბლი გაიფორმა და ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ “ბანკირებმა” შეხვედრის თავის სასარგებლოდ დასრულება ვერ შეძლეს და მიმდინარე სეზონში ასპარეზობას კვლავ ქულის გარეშე აგრძელებენ.
ორი შეხვედრა გაიმართა B ჯგუფშიც. დაძაბული და სანახაობრივი იყო DHL-სა და NS Studio-ს მატჩი. Მეოთხე წუთზე DHL ავტოგოლით დაწინაურდა. ტაიმის ბოლომდე NS Studio-მ წონასწორობა აღადგინა და წინ გასვლაც შეძლო. Შესვენების შემდეგ თამაშის განახლებისთანავე სხვაობა ორ ბურთამდე გაიზარდა, მაგრამ ოცდამეხუთე და ოცდამეთხუთმეტე წუთებზე გატანილი გოლებით DHL-მა ქულის შენარჩუნება შეძლო და მატჩი 3-3 დასრულდა.
ჯგუფის სხვა შეხვედრაში ფარვანამ სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდი 3-1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. Რაფიკ მარგარიანმა მეოთხე წუთზე ფარვანა წინ გაიყვანა. Მეორე ტაიმში GSE-მ საპასუხო გოლის გატანა შეძლო, მაგრამ მალევე ფარვანა კვლავ დაწინაურდა და უპირატესობა აღარ დაუთმია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ზოგრაბ დარბინიანმა გაიფორმა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. Სეზონის გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის მესამე ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 11 დეკემბერს გაიმართება.