საქართველოს ფოსტა - ევროპაბეთი 3:8. მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლეკორპორატიული თასის მორიგი 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრა საქართველოს ფოსტასა და ევროპაბეთს შორის, სენსაციური შედეგით დასრულდა.
ვერცხლის ლიგის ფავორიტმა ევროპაბეთმა 8:3 დაამარცხა ოქროს ლიგის ლიდერი და თასის მოქმედი გამარჯვებული და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ლუკავა გახდა, რომელმაც შეხვედრაში 6 გოლის გატანა შეძლო.
sbm.ge მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს და საქართველოს ფოსტის კაპიტანს გაესაუბრა.
შოთა ფარულავა (საქართველოს ფოსტა): „დღევანდელი მარცხის მიზეზი პირველ რიგში მეტოქის შეუფასებლობა იყო, გუნდი მობილიზებული თავიდანვე არ გამოვიდა ამიტომაც დავისაჯეთ და პირველი ორი გოლი გავუშვით, კონცენტრაციაც ვერ მოვახერხეთ. იღბალიც მეტოქე გუნდის მხარეს იყო. ჩვენ კი ბევრი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ.“
გიორგი ლუკავა (ევროპაბეთი): „მონდომებით გამოვედით სათამაშოდ, წინა წელს საქართველოს ფოსტასთან დავმარცხდით, წელსაც იოლ თამაშს არ ველოდით, მაგრამ არ დავნებდით და გავიმარჯვეთ. რაც შეეხება ჩემს მიერ შეხვედრაში გატანილ 6 გოლს გამიმართლა, რამდენი მომენტიც შემექმნა ყველა გამოვიყენე, დიდი მადლობა მოწინააღმდეგეს.“
დღესვე კორპორატიული თასის 1/8 ფინალური ეტაპის ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე ერთნაირი ანგარიშით 1:0 დასრულდა, არმიამ ვითიბი დაამარცხა, ხოლო GWP-მ საქართველოს ბანკი გამოთიშა ასპარეზობას.