"გორისა" და "სპორტუნის" დაპირისპირება ფრედ დასრულდა!

ყველა სიახლე
03 დეკემბერი 2022

ფუტსალის ლიგა 2-ის მეექვსე ტურის შეხვედრა „გორსა“ და „სპორტუნის“ შორის სანახაობრივი გამოდგა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ფრედ 3-3 დასრულდა.

„გორელები“ მეთორმეტე წუთზე ლუკა მაყიშვილმა დააწინაურა. „სტუდენტებმა“ პირველი ტაიმის დარჩენილ დროში წონასწორობა აღადგინეს და ორი ბურთით წინ გავიდნენ. დუბლი გიორგი ექესეულიძემ გაიფორმა. მეორე ნახევრის საწყის წუთზევე ომარ ცარიელაშვილმა სხვაობა შეამცირა, თამაშის დასრულებამდე კი ანგარიში დავით ტლაშაძემ გაათანაბრა და გუნდები ფრეზე გაიყარნენ.

გორს შანსი ჰქონდა, გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაებრუნებინა, მაგრამ მეექვსე ტურის შემდეგ ჩემპიონატში თსუ 2 გალიდერდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლუკა მაყიშვილი, გორი: „დაძაბული მატჩი გამოდგა. ანგარიში არ არის ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი, რა თქმა უნდა. აქ გამარჯვებით პირველზე გადავდიოდით, დასანანი შედეგია. იყო როგორც ჩვენი, ასევე მსაჯის შეცდომებიც, ჩემი აზრით, მაგრამ მთლიანობაში მაინც ნორმალური მატჩი გამოვიდა. ისეთი გოლები გავუშვით, რაც არ იყო გასაშვები. ამაზე უნდა ვიმუშაოთ და შემდეგში ასეთი შეცდომები არ დავუშვათ“.

ბექა ფილფანი, სპორტუნი: „საკმაოდ დაძაბული თამაში გამოდგა. ძლიერი მეტოქე გვყავდა. დაცვაში პატარა შეცდომები გამოგვეპარა და ამის გამო გავუშვით გოლები. სამით ერთი მიგვყავდა თამაში და უპირატესობა გვქონდა. ცოტა მოვეშვით, დაღლა დაგვეტყო და ამის გამო გავფლანგეთ უპირატესობა. სანახაობრივი თამაში იყო საერთო ჯამში და პირველ სამ ქულასთანაც ახლოს ვიყავით. შემდეგში აუცილებლად გავიმარჯვებთ“.

მეექვსე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს საქართელოს უნივერსიტეტი და ილიაუნი 2 ეთამაშებიან.



  © SBM, 2016-2024