"ქუთაისი 2"-მა "წალენჯიხასთან" დამაჯერებელი სამი ქულა მოიპოვა!

ყველა სიახლე
03 დეკემბერი 2022

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეექვსე ტურის შეხვედრაში „ქუთაისი 2“ „წალენჯიხას“  დაუპირისპირდა და მეტოქე კომფორტული ანგარიშით 6-2 დაამარცხა.

„იმერლები“ პირველივე წუთებზე ავტოგოლით დაწინაურდნენ, ტაიმის დასრულებამდე კი სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდეს. მეორე ნახევარში ბაკურ გულუამ ჰეთ-თრიკი გაიფორმა. „წალენჯიხამ“ ორი ბურთი გაქვითა, მაგრამ საბოლოოდ შედეგი ვერ შეცვალა და დიდი ჩამორჩენით დამარცხდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გელა მელანაშვილი, წალენჯიხა: „რეალურად, დაიმსახურა ქუთაისმა სამი ქულა. ჩვენზე უკეთეს ფიზიკურ კონდიციაში იყვნენ. ამ თამაშმაც გვაჩვენა, რომ ძალიან ბევრი რამე გვაქვს გამოსასწორებელი. ველოდებით უკეთს შედეგებს შემდეგ თამაშებში. ვფიქრობ, მეორე წრეს უფრო ოპტიმალური შემადგენლობითა და ფიზიკური კონდიციებით შევხვდებით.პირველი გოლი, როგორიც არ უნდა იყოს, ყოველთვის ახდენს თამაშზე გავლენას. მით უმეტეს, დასაწყისშივე მივიღეთ ასეთი გოლი, როცა უკეთ დავიწყეთ ჩემი აზრით, მაგრამ ხდება ხოლმე. შემდეგ თამაშებზე უნდა გავაკეთოთ მეტი აქცენტი“.

ბაკურ გულუა, ქუთაისი 2: „ჩვენმა გუნდმა ბრძოლა და კარგი თამაში აჩვენა. დამსახურებულად მოვიგეთ. მოწინააღმდეგე გუნდმა იბრძოლა. ახალი გუნდია და გამოცდილება აკლკიათ, მაგრამ ნელ-ნელა მოვა ეს ყველაფერი. მართალია, დასაწყისში გაგვიმართლა, მაგრამ თამაშის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. ვიცოდით, რომ წალენჯიხასთან მარტივი თამაში არ გვექნებოდა, ასეთ მებრძოლ გუნდთან ვერ ვიტყვი რომელიმე გოლი იყო გადამწყვეტი“.

მეექვსე ტურის სხვა შეხვედრაში „გორი“ „სპორტუნის“ ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში პირველობას დაიბრუნებს. 



  © SBM, 2016-2024