"ბაზისბანკმა" პირველი გამარჯვება ჯაოკენთან მოიპოვა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის მეორე ტურის შეხვედრები ჯაოკენისა და ბაზის ბანკის დაპირისპირებით გაგრძელდა. მატჩის პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. ოცდამეშვიდე წუთზე „ბანკირები“ წინ გავიდნენ, კარი ბოლომდე მშრალად შეინახეს და თამაშის დასრულებამდე უპირატესობა ოთხ ბურთამდე გაზარდეს. საბოლოოდ ბაზის ბანკმა ჯაოკენი 4-0 დაამარცხა.
საკვალიფიკაციო ლიგის სხვა შეხვედრაში „უკრაინამ“ “ბიზნეს მედია ჯორჯიას“ სოლიდური სხვაობით 9-2 სძლია. თამაშში ანგარიში BMG-მ გახსნა, მაგრამ მეტოქემ წონასწორობა ორ წუთში აღადგინა და მალევე წინ გავიდა, უპირატესობა კი ბოლომდე არ დაუთმია და ჩამორჩენა სოლიდურად გაზარდა. გამარჯვებული გუნდის რეგებიდან ლევან ჩიხრაძემ ჰეთ-თრიკი გაიფორმა, დუბლი შეასრულა კახა ლობჟანიძემ.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
კონსტანტინე სულამანიძე, ბაზის ბანკი: „დაძაბულად დაიწყო თამაში. პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში ერთი გარდამტეხი გოლით ყველაფერი შეიცვალა და შედეგიც სახეზეა, ოთხი ბურთით მოვიგეთ. უპირატესობაზე რთულია თამაში, მაგრამ ერთი რაც შემიძლია ვთქვა, არაფერი დაგვიკლია და ამან შედეგი გამოიღო. ორ თამაშში უკვე ოთხი ქულა გვაქვს და შემდეგ მატჩებშიც გამარჯვების მოლოდინში ვართ“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე A და B ჯგუფის შეხვედრებით დასრულდება.