საქართველოს ბანკი- GWP 0:1. მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლედღეს, თბილისის ოლიმპიური სასახლე კორპორატიული თასის მერვედფინალურ შეხვედრებს მასპინძლობს. ერთ-ერთ ცენტრალურ დაპირისპირებაში, GWP-მ საქართველოს ბანკი მინიმიალური ანგარიშის სხვაობით 1:0 დაამარცხა. და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, მატჩის ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე გიორგი აკობიას გადაცემით, მამუკა ჭანუყვაძემ გაიტანა.
sbm.ge გუნდების კაპიტნებს გაესაუბრა
ლაშა თურმანიძე (GWP) : „ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო, საქართველოს ბანკი კარგი გუნდია, ყოველწელს გვიწევს ერთმანეთთან თამაში და ყოველთვის გვიჭირს მოგება. დღეს, ჩვენს გუნდს უფრო გაუმართლა, შესაბამისად მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავედით.“
ვახტანგ სირაძე (საქართველოს ბანკი): „ ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო, უხეში შეცდომის გამო დავისაჯეთ და გოლი გავუშვით, მაგრამ არაუშავს ფეხბურთია, ყველაფერი ხდება, მოწინააღმდეგე ძალიან კარგი გუნდია უმაღლესი დონის მოთამაშეები ყავს, ვუსურვებ წარმატებებს.“
კორპორატიული თასის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში არმია ვი თი ბი ბანკს დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.
კორპორატიული თასის გათამაშებაში ოქროს და ვერცხლის ლიგის საუკეთესო 16 გუნდი მონაწილეობს, მომდევნო ეტაპზე გასული გუნდის ვინაობა ერთმატჩიან დაპირისპირებაში ირკვევა.