ლაქტალისი საკვალიფიკაციო ლიგაში ლიდერობს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მორიგი შეხვედრები მიმდინარეობს. დღე საკვალიფკაციო ლიგის მატჩით დაიწყო. ლაქტალისმა უშუალო კონკურენტი, შიშეჯამი, 3-1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
შიშეჯამი მერვე წუთზე გიორგი ლიპარტელიანმა დააწინაურა. ტაიმის ბოლომდე მოწინააღმდეგემ წონასწორობა აღადგინა. მატჩის მეორე ნახევარში ლაშა შეყილაძემ ლაქტალისი წინ გაიყვანა, დარჩენილ დროში ლევან ცეცაძემ აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგმო კომენტარებს:
ალექსანდრე ხიზანიშვილი, ლაქტალისი: „დაძაბული შეხვედრა იყო. შედეგი ჩვენთვის მისაღებია. გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს. შემდეგი მატჩებისთვის რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე დაგვიბრუნდება და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. სატურნირო ცხრილის ლიდერობა ორმაგი პასუხისმგებლობაა და მომდევნო მეტოქე ჩვენთან გაორმაგებული მოტივაციით იბრძოლებს. გახარებულები ვართ მოგებით და მადლობა ჩემ გუნდს“.
გიორგი ლიპარტელიანი, შიშეჯამი: „ძალიან კარგი მატჩი იყო. საკუთარი თავით არა, მაგრამ გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. მომავალი შეხვედრისთვის ეს ჩვენთვის მოტივაცია იქნება. ეს წაგება არაფერს ნიშნავს, ყველაფერი წინაა. მოხარული ვარ, რომ ამ შეჯიბრში ვიღებთ მონაწილეობას. დღეს ალბათ მაყურებელიც შეამჩნევდა, რომ ფიზიკური მომზადება და შეთამაშება გვაკლია. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ ვარჯიშს და ეს დაგვეტყო“.
დღის განმავლობაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში A და B ჯგუფის და გრანდ ლიგის შეხვედრები გაიმართება.