ილიაუნი 2-მა მეტოქე მატჩის მიწურულს გატანილი გოლით დაამარცხა!

ყველა სიახლე
20 ნოემბერი 2022

ილიაუნი 2-მა მეტოქე მატჩის მიწურულს გატანილი გოლით დაამარცხა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეხუთე ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ქუთაისი 2 და ილიაუნი 2 დაუპირისპირდნენ.

დაძაბული შეხვედრის პირველი ნახევარი „იმერლებმა“ 2-1 მოიგეს. ბაკურ გულუას გოლს ილიაუნის რიგებიდან ირაკლი გაბისკირიამ უპასუხა. მეოცე წუთზე თორნიკე ხაჭაპურიძემ ქუთაისი დააწინაურა. გურამ ნადარეიშვილმა მეორე ტაიმში ჯერ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი ბოლო წამებზე კონტრშეტევა გამარჯვების გოლით დაასრულა და ილიაუნი 2-მა მეტოქე 3-2 დაამარცხა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დიმიტრი მეფარიძე, ქუთაისი 2: „თავიდანვე ყველაფერი ძალიან თანაბრად წავიდა. ორმხრივი შეტევები იყო. ბევრი მომენტი გვქონდა როგორც ჩვენ, ასევე მეტოქეს. ბოლო წამებზე არ გაგვიმართლა და გოლი მივიღეთ, რის გამოც წავაგეთ თამაში. ვიფქრობ, დაღლილობის ბრალი იყო ბოლო წუთებზე მოდუნება. ძალიან მაგარი თამაში იყო და ალბათ მაყურებელიც დიდ სიამოვნებას მიიღებდა“.

გურამ ნადარეიშვილი, ილიაუნი 2: „დღეს ძალიან რთული მატჩი გვქონდა. ბრძოლა იყო მთელი თამაში. ერთით ნულს ვაგებდით და გავათანაბრეთ, მაგრამ შემდეგ ისევ გავუშვით გოლი. საბოლოოდ შევძელით ორი ბურთის გატანა და მოგება. ბოლო წუთზე გავიტანე გამარჯვების გოლი, რაც ძალიან სასიხარულო იყო. ძლიერი მეტოქეა ქუთაისი. ვფიქრობ, პირველ ტაიმში მონდომებით გვაჯობეს, მაგრამ შემდეგ მოვბილიზდით და გავიმარჯვეთ კიდეც“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეექვსე ტური 3 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024