კროკობეთმა ქართუსთან სოლიდური სხვაობით მოიგო!

ყველა სიახლე
20 ნოემბერი 2022

კროკობეთმა ქართუსთან სოლიდური სხვაობით მოიგო!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში NS Studio-სა და ფარვანას მატჩით დასრულდა.

B ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ფარვანა მეექვსე წუთზე დაწინაურდა. NS Studio-მ ტაიმის ბოლომდე წონასწორობა აღადგინა და შემდეგ წინ სამი ბურთით გავიდა. დუბლი გაიფორმა გიორგი თოთლაძემ. ოცდამეთორმეტე წუთზე ფარვანამ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მატჩის ბედი მეტად ვეღარ შეცვალეს და საბოლოოდ NS Studio-მ ერთ სეზონიანი პაუზის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 4-2.

ერთი შეხვედრა გაიმართა A ჯგუფში. კროკობეთმა ბანკი ქართუ დიდი უპირატესობით, 6-0 დაამარცხა. პირველი ტაიმი „ბუკმეიკერებმა“ მინიმალური ანგარიშით მოიგეს. ოცდამეოთხე წუთიდან სხვაობა გაიზარდა და თამაშის ბოლომდე სოლიდური გახდა. კროკოს მიმდინარე სეზონში ორიდან ორი მოგება აქვს და დიპლომატ ჯორჯიასთან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეშია.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 27 ნოემბერს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024