ენერგო-პრომ ზედიზედ მეორე შეხვედრაში იმარჯვა!

ყველა სიახლე
20 ნოემბერი 2022

ენერგო-პრომ ზედიზედ მეორე შეხვედრაში იმარჯვა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე B ჯგუფის შეხვედრით გაგრძელდა. ენერგო-პრო ჯორჯიამ გასული წლის საკვალიფიკაციო ლიგის გამარჯვებულ „მეამა“-ს 4-1 სძლია და ზედიზედ მეორე მოგება მიითვალა.

გიგა ესიტაშვილმა მეამა პირველივე წუთზე დააწინაურა. ტაიმის ბოლომდე ენერგო-პრომ წონასწორობა აღადგინა და წინ გავიდა, თამაშის დასრულებამდე კი სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. ზვიად გოგლიჩიძე გუნდს გამარჯვებაში ორი გოლით დაეხმარა.

ერთი შეხვედრა გაიმართა A ჯგუფშიც. ნიკორამ ჯორჯიან მანგანეზთან კარი მშრალად შეინარა და მეტოქე ოთხი უპასუხო გოლით (4-0) დაამარცხა. პირველი ნახევარი ნიკორამ გიორგი ღონღაძის გოლით მოიგო. მეორე ტაიმში ნიკა ჯოლოხავამ დუბლი გაიფორმა, ერთი გოლია აკაკი გაგუას ანგარიშზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ზვიად გოგლიჩიძე, ენერგო-პრო: „საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა. ჩვენ იმდენად მზად ვიყავით ამ თამაშისთვის და მობილიზებულები რომ ველოდით გამარჯვებას. თავიდან ცოტა ცუდად დავიწყეთ. ისეთი გოლი გავუშვით, რაც არ უნდა გაგვეშვა. შემდეგ უკვე ჩვენი თამაში დავიჭირეთ და სირთულისდა მიუხედავად, გავიმარჯვეთ. ფორტუნა ჩვენ მხარეს იყო ამ შემთხვევაში და მოვიგეთ“.

ვახტანგ დეისაძე, მეამა: „მეტოქეს გამოცდილება აშკარად ეტყობოდა. მომზადებულები ვიყავით, მაგრამ მაინც რაღაც დაგვაკლდა. შემდეგ თამაშებში უფრო დავიხარჯებით და დარწმუნებული ვარ, დღეს რომ დავუშვით ისეთ შეცდომებს, აღარ დავუშვებთ. თავიდანვე შეგვეძლო პირველი გოლის შემდეგ ორის გატანა მაინც, მაგრამ უიღბლობასაც ჰქონდა ადგილი“.

დღესვე გაიმართება A და B ჯგუფის მეორე ტურის სხვა შეხვედრებიც. 



  © SBM, 2016-2024