"შსს" და "არმია" დაძაბულ ბრძოლაში ფრეზე გაიყარნენ!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე მიმდინარეობს.
გრანდ ლიგის მატჩში McGill-მა ელპოზოსთან 3-1 იმარჯვა. შეხვედრის პირველი ნახევარი McGill-მა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მეორე ტაიმში სხვაობა სამ ბურთამდე გაიზარდა. დროის ამოწურვამდე ელპოზომ ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოოდ ორბურთიანი ჩამორჩენით დამარცხდა.
დღე A ჯგუფის დაძაბული და სანახაობრივი მატჩით დაიწყო. „არმია“-სა და „შსს“-ს დაპირისპირება ფრედ 2-2 დასრულდა. პირველ ნახევარში ლევან კასრაძის გოლს არმიის რიგებიდან ნიკოლოზ უგრეხელიძემ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, ოცდამეთერთმეტე წუთზე კი თენგიზ ჯანელიძემ გუნდი წინ გაიყვანა. იმავე წუთზე რევაზ ინჯგიამ ანგარიში გაათანაბრა და „ძალოვნები“ პრინციპულ დერბიში ფრეზე გაიყარნენ.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ნიკოლოზ უგრეხელიძე, არმია: „კარგი თამაში იყო. ჩვენ და „შსს“ უკვე დიდი ხანია ერთად მოვდივართ. ცოტა ასაკში შევედით, მაგრამ ყველასთვის მისაღები მატჩი იყო. ფრე ვითამაშეთ. საკმაოდ დაძაბული თამაში გამოვიდა. ორივე მხარეს რაღაც დროს გაგვიმართლა. რომელიმე გუნდი არ გამოვირჩეოდით რაიმე კომპონენტში, თანაბარი თამაში იყო“.
რევაზ ინჯგია, შსს: „პირველი თამაში ყოველთვის დაძაბულია და მითუმეტეს, არმიასთან. ჩვენთვის კონკურენტუნარიანი გუნდია და გვიჭირს მათთან თამაში. რაც შეეხება მატჩს, იყო დაძაბულობა, მაღალ ტემპში წარიმართა ორივე ტაიმი. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ფრედ მაინც დაგვესრულებინა შეხვედრა“.
ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები დღის ბოლომდე გაგრძელდება.