დაძაბული მატჩი UG-სა და "გორს" შორის ფრედ დასრულდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში სათამაშო დღის დასკვნით მატჩში ერთმანეთს საქართველოს უნივერსიტეტი და გორი დაუპირისპირდნენ. მეხუთე ტურის მორიგ შეხვედრაში გუნდებმა ქულები გაიყვეს და მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.
პირველი ტაიმი UG-ის უპირატესობით წარიმართა და 2-1 მოიგო. ბექა სამყურაშვილისა და ბექა ქურდაშვილის გოლებს დავით ტლაშაძემ უპასუხა. ოცდამეცხრე წუთზე წონასწორობა გიორგი მჭედლიშვილმა აღადგინა და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ბექა სამყურაშვილი, UG: „მოსაგებად გამოვედით დღეს. რამდენიმე თამაშიანი მოუგებელი სერია გვქონდა და ჩემი აზრით, მეტოქეზე მეტად გვინდოდა მოგება, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც საბედისწერო გოლი გავუშვით. ორივე ჩვენი ბრალი იყო. უფრო მეტი შანსი გვქონდა, მაგრამ მაინც ლოგიკური ფრე იყო. კარგი თამაში იყო და ვისიამოვნეთ ნამდვილად. დღეს არ წაგვივიდა თამაში, ისეთი გოლი გავუშვით, რომელიც ჩვენი ბრალი უფრო იყო, ვიდრე მოწინააღმდეგემ შექმნა, რამაც გავლენა იქონია მატჩის მიმდინარეობაზე“.
დავით ადუაშვილი, გორი: „უიღბლობის პერიოდი გვაქვს. როგორც წინა თამაშზე, ახლაც იმდენი მომენტი შევქმენით, ჩვენ უნდა მოგვეგო, მაგრამ ვერ შევძელით გამარჯვება. გუნდს პროგრესს ვატყობთ, რაც კარგია. მთლიანობაში, შეტევაშიც გვქონდა ხარვეზები და დაცვაშიც. ერთი ძალიან ცუდი გოლი გავუშვით. ბოლო ორ თამაშში ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რაც შედეგზე აისახება“.
ფუტსალის ლიგა 2-ის მეხუთე ტურის დასკვნითი მატჩი ქუთაისი 2-სა და ილიაუნი 2-ს შორის 20 ნოემბერს გაიმართება.