საკვალიფიკაციო ლიგაში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგაში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.
ბაზის ბანკისა და “უკრაინის” დაძაბული მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. “უკრაინა“ მესამე წუთზე წინ გავიდა. „ბანკირებმა“ ანგარიში მალევე გაათანაბრეს და მეორე ტაიმში უპირატესობაც მოიპოვეს, მაგრამ ლევან ჩიხრაძემ აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და წონასწორობა აღადგინა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა.
უხვგოლიანი გამოდგა ლაქტალისისა და ჯაოკენის დაპირისპირება. სანახაობრივი მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ჯაოკენი საწყის წუთებზე დაწინაურდა და სხვაობა მალევე ორამდე გაზარდა. ლაქტალისმა ტაიმის ბოლომდე წონასწორობა აღადგინა და წინ გავიდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან ორ წუთში ანგარიში კვლავ გთანაბრდა, მაგრამ ლაქტალისმა უპირატესობა დაიბრუნა და საბოლოოდ 6-4 იმარჯვა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ხუთი გოლი ლევან ციცაძის ანგარიშზეა. პოკერი გაიფორმა ნიკა ხავთისიაშვილმა.
საკვალიფიკაციო ლიგა შიშეჯამისა და BMG-ის მატჩით დაიწყო. შიშეჯამმა კარი მშრალად შეინახა და მეტოქე ხუთი უპასუხო გოლით დაამარცხა (5-0). გუნდს გამარჯვებაში ორი გოლით გიორგი ლიპარტელიანი დაეხმარა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლევან ციცაძე, ლაქტალისი: „თავიდანვე ვუთხარი ბიჭებს, რომ რაც არუნდა იყოს, ჯერ ერთი მეგობრული თამაშია და მეორე, ამ ლიგაში ისეა, რომ დიდი სხვაობის ამოქაჩვაც შესაძლებელია. ვცდილობდით არ დავბნეულიყავით და ამიტომაც მოვინდომეთ და გავიმარჯვეთ. რაც მთავარია, პანიკა არ ყოფილა. თანაბარი გუნდები ვიყავით. ძალიან კარგია, ასეთი ლიგის არსებობა. გვინდა, რომ საკვალიფიკაციო ლიგაში გავიმარჯვოთ და შემდეგ უფრო მაღალ ლიგებში ვიბრძოლოთ“.
ნიკა ხავთისიაშვილი, ჯაოკენი: „პირველი თამაში იყო. სრული შემადგენლობითაც არ ვიყავით და არაუშავს, მთელი სეზონი წინ არის. დღეს ბევრ მომენტში ცოტა გამოთიშულები ვიყავით და მოტივაციაც დაგვაკლდა. შედეგ თამაშებში აუცილებლად მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე 20 ნოემბერს გაიმართება.