მეთხუთმეტე სეზონის გახსნით მატჩში დიპლომატ ჯორჯიამ იმარჯვა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთხუთმეტე სეზონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში A ჯგუფის შეხვედრით დაიწყო. ერთმანეთს არმია და დიპლომატ ჯორჯია დაუპირისპირდნენ და გახსნითი მატჩი დიპლომატის გამარჯვებით 2-1 დასრულდა.
მეშვიდე წუთზე ანგარიში გიორგი მაჩხანელმა გახსნა. მეორე ტაიმში სხვაობა ორ ბურთამდე ლევან წამალაშვილმა გაზარდა. დროის ამოწურვამდე არმიელთა რიგებიდან ერთი გოლი თენგიზ ჯანელიძემ გაქვითა. „ძლოვნები“ შეხვედრის ბოლომდე წონასწორობის აღსადგენად იბრძოდნენ, მაგრამ ანგარიში ვერ გაათანაბრეს და მინიმალური ჩამორჩენით დამარცხდნენ.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ქორიძე, დიპლომატ ჯორჯია: „წინა წელს ნახევარფინალში სწორედ არმიასთან დავმარცხდით და ასე ვთქვათ, რევანში ავიღეთ ახლა. სეზონის ასეთი დაწყება ძალიან სასიამოვნოა. წარმატებებს ვუსურვებ ყველა გუნდს. მეტოქეს თამაშის განმავლობაში ვჯობდით. წელს ჩვენი მიზანი სუპერლიგის ჩემპიოინობაა“.
მამუკა ამაშუკელი, არმია: „გახსნითი თამაში იყო. ძლიერი მეტოქე შეგვხვდა. თამაშით არ ჩამოვუვარდებოდით მოწინააღმდეგეს. ცოტა იღბალიც რომ გვქონოდა, ქულას მაინც ავიღებდით დღევანდელ შეხვედრაში. შემდეგში უფრო მომზადებულები და კონცენტრირებულები ვიქნებით“.
დღის განმავლობაში A და B ჯუფის პირველი ტურის სხვა შეხვედრები გაიმართება.