სპორტუნიმ პირველი ქულა ილიაუნი 2-თან მოიპოვა!

ყველა სიახლე
05 ნოემბერი 2022

სპორტუნიმ პირველი ქულა ილიაუნი 2-თან მოიპოვა!

გორის სპორტის სასახლეში მესამე ტური ილიაუნი 2-ისა და სპორტის უნივერსიტეტის დაპირისპირდებით გაგრძელდა. დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ფრედ 2-2 დასრულდა.

ილიაუნიმ პირველი ტაიმი ირაკლი გაბისკირიას გოლით მოიგო. გიორგი ექსეულიძემ ოცდამეხუთე წუთზე წონასწორობა აღადგინა, შემდგომ პენალტი გამოიყენა და „სპორტუნი“ წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. თამაშის მიწურულს ილიაუნის მეკარემ, ბექა გოგსაძემ, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და გუნდს ქულა შეუნარჩუნა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკა ბუზიაშვილი, სპორტუნი: „ძალიან კარგი და დაძაბული თამაში იყო. სასიამოვნოა პირველი ქულების აღება და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ მოვიპოვებთ ქულებს. დიდი პროგრესი გვაქვს ნამდვილად. თავიდან ვერ ვთამაშობდით, მაგრამ ვარჯიშის ხარჯზე ძალიან ბევრს მივაღწიეთ და იმედია, ასე გავაგრძელებთ. მოგების შანსი გვქონდა, მაგრამ ჩვენი მეტოქე ძლიერი იყო და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ სამი ქულის აღება“.

ნიკა ჩალაძე, ილიაუნი 2: „ჩემი აზრით, დღეს სამი ქულა უნდა აგვეღო. თავიდანვე ჩვენ მოვიპოვეთ უპირატესობა. შემდეგ ვუტევდით, ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ჩვენივე კარში მივიღეთ გოლი. ბოლოსაც გვქონდა ბევრი შანსი, მაგრამ მხოლოდ ქულის მოპოვება შევძელით. ვიცოდით, რომ კარგ და ახალგაზრდა გუნდს ვეთამაშებოდით, წინა შეხვედრებში არ გაუმართლათ, ამიტომ დაუფასებლობის მომენტი არ ყოფილა“.

სადებიუტო ტური გორის სპორტის სასახლეში ადგილობრივი გორისა და ქუთაისის მატჩით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024