"წალენჯიხამ" ჩემპიონატის ლიდერი დაამარცხა!

ყველა სიახლე
05 ნოემბერი 2022

მესამე ტურის შეხვედრაში პირველი გამარჯვება მოიპოვა „წალენჯიხამ“, რომელმაც სატურნირო ცხრილის ლიდერი, ევროპის უნივერსიტეტის მეორე გუნდი, დიდი ანგარიშით, 5-0 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გურამ ჩალიგავამ „წალენჯიხა“ წინ გაიყვანა. ოცდამეთოთხმეტე წუთზე ალექსანდრე ღვინჯილიამ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. „წალენჯიხამ“ შეხვედრის დასრულებამდე შეძლო კარის მშრალად შენახვა და ბოლო სამ წუთში მეტოქეს კიდევ სამი გოლი გაუტანა. ამ შედეგით EU 2-მა მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკა გაბეხაძე, EU 2: „გვეგონა, რომ რადგან ჩვენს მეტოქეს ჯერ ქულა არ ჰქონდა მოპოვებული, მარტივად მოვიგებდით. ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო წავაგეთ. დღეიდან ვეცდებით ყველა გუნდს სერიოზულად შევხედოთ. გვიან მივხვდით, რომ მეტოქე სათანადოდ არ დავაფასეთ და შესაბამისად, დიდი ანგარიშით დავმარცხდით. ბოლომდე ვეცადეთ, მაგრამ კარგად იდგნენ დაცვაში და გოლი ვერ გავიტანეთ“.

გელა მელანაშვილი, წალენჯიხა: „ძალიან კარგი თამაში იყო.  რეალურად, ანგარიში არ ასახავს თამაშის მიმდინარეობას, რადგან რაღაც პერიოდი მოწინააღმდეგეები ჩვენზე უკეთეს ფეხბურთს აჩვენებდნენ. მათთან შედარებით, მეტად გაგვიმართლა და პირველი ქულები წამოვიღეთ. ახალი შექმნილი გუნდი ვართ, პირველი ორი თამაში წავაგეთ, მაგრამ ჯერ მაინც ადრეა, რეალურად ახლა ვიწყებთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე მოწინავე პოზიციებზე ვიქნებით“.

მესამე ტური ილიაუნი 2-ისა და სპორტუნის მატჩით გრძელდება. დასკვნით შეხვედრაში გორი ქუთაისი 2-ს ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024