ტატიშვილი-თბილისი 4:2. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
05 მაისი 2017

ტატიშვილი-თბილისი 4:2. მატჩის შემდგომი კომენტარები

საქართველოს ფუტსალის  ლიგის მე-17  ტურის თბილისური  დღის  მეორე  შეხვედრაში ჩემპიონატის  ლიდერმა მფკ  ტატიშვილმა დაძაბულ  ბრძოლაში  ანგარიშით  4:2  დაამარცხა  პლეი-ოფისთვის  მებრძოლი მფკ თბილისი.

   Sbm.ge-მ  მატჩის  შეფასება  გუნდების   მთავარ  მწვრთნელებს  სთხოვა.  

  დიმიტრი  მაყიშვილი: („თბილისის“ მთავარი  მწვრთნელი): „ტატიშვილი ჩემპიონატის  ლიდერი  და  ჩემპიონობის  პრეტენდენტია, მივულოცავ  მათ  გამარჯვებას  .  უძლიერესი  მოწინააღმდეგე   გვყავდა  , თუმცა  ჩვენმა  კლუბმა  მათ  ღირსეული წინააღმდეგობა  გაუწია.  ბიჭებმა  ყველაფერი  გააკეთეს  გამარჯვებისთვის, თუმცა  მეტოქის   კლასმა  და  გამოცდილებამ  გვაჯობა.   რაც  შეეხება ჩვენი გუნდის   პლეი-ოფში  გასვლას  დამოკიდებულია   სხვა  მატჩების  შედეგებზე, თუმცა  საკმაოდ  რეალური  შანსი  გვაქვს  მოვხვდეთ ჩემპიონატის  4 საუკეთესო  გუნდს  შორის.“ 

 ალე  ძაბირაძე: ("ტატიშვილის"  მთავარი  მწვრთნელი): „ორი  ტური  დარჩა  რეგულარული ჩემპიონატის  დასრულებამდე   და  ამ  ყველაფერმაც  განაპირობა   დღევანდელი  მატჩის   დაძაბულობა, რადგან  ჩევნი  მეტოქე  სხვა გუნდებთან  ერთად  იბრძვის  პლეიოფში  მოსახვედრად. რამდენიმე  წამყვანი  ფეხბურთელი  გვაკლდა  , თუმცა  ჩვენ  ვაკონტროლებდით თამაშს  მთლიანად, რაც  შედეგზეც აისახა   და  გამარჯვების  სამი  ქულაც მოვიპოვეთ.“



  © SBM, 2016-2024