გორელების ზედიზედ მეორე გამარჯვება!

ყველა სიახლე
30 ოქტომბერი 2022

გორელების ზედიზედ მეორე გამარჯვება!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ტურის შეხვედრები „გორისა“ და „წალენჯიხას“ მატჩით გაგრძელდა. გორელებმა მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 8-3 დაამარცხეს და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

შეხვედრაში ანგარიში „წალენჯიხამ“ გახსნა, მაგრამ ტაიმის ბოლომდე გორმა წონასწორობა აღადგინა, მეორე ნახევარში კი სრული უპირატესობა მოიპოვა. თამაშის დასრულებამდე მეტოქემ გურამ ჩალიგავას დუბლით მხოლოდ ორი ბურთის გაქვითვა შეძლო და დიდი სხვაობით დამარცხდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ილია ლუკაშვილი, გორი: „როგორც დებიუტანტმა გუნდმა, წალენჯიხამ პირველი შეხვედრა ილიაუნისთან დათმო. ვიცოდით, რომ ძალიან ბრძოლისუნარიანი გუნდი იყო, მაგრამ ჩვენ წინა წელთან შედარებით ძალიან კარგი პირობები გვაქვს სავარჯიშოდ. ფიზიკურად უკეთესები ვართ, მოტივაციაც დიდი გვაქვს. დღეს მოსაგებად გამოვედით და ასი პროცენტით ვიცოდით, რომ სამი ქულა უნდა წამოგვეღო. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ვაგებდით, ძალიან კარგად დავიწყეთ, რადგან ჩვენ თამაშს ვაჩვენებდით. გაშვებული გოლი თამაშიდან არც გამომდინარეობდა. გამოცდილი ბიჭები დავიმატეთ, არმიადან და თსუ 2-დან, რომლებიც ჩვენთვის დიდი ძალაა. მათი დახმარებით უფრო გვიადვილდება თამაში“.

მეორე ტურის დასკვნით მატჩში ევროპის უნივერსიტეტი 2 ილიაუნი 2-ს ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024