თსუ 2-მა ქუთაისი 2-ს კომფორტული სხვაობით აჯობა!

ყველა სიახლე
30 ოქტომბერი 2022

თსუ 2-მა ქუთაისი 2-ს კომფორტული სხვაობით აჯობა!

ფუტსალის ლიგა 2-ის მორიგ მატჩში ერთმანეთს ქუთაისი 2 და თსუ 2 დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ თსუ 2-ის გამარჯვებით 5-2 დასრულდა.

მეცხრე წუთზე „ქუთათურები“ წინ გავიდნენ. მალევე „სტუდენტებმა“ წონასწორობა აღადგინეს და დაწინაურდნენ კიდეც. ტაიმის ბოლომდე ქუთაისმა გაათანაბრა, მაგრამ ანგარიში ბოლომდე ვერ შეინარჩუნა და მეტოქეს კვლავ ერთი ბურთით ჩამორჩა. მეორე ნახევარში თსუ 2-მა მეტოქეს კიდევ ორი უპასუხო გოლი გაუტანა და საბოლოო დამაჯერებელი უპირატესობით 5-2 გაიმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თორნიკე ხაჭაპურიძე, ქუთაისი 2: „ბევრი შეცდომა დავუშვით, რასაც შემდეგისთვის გამოვასწორებთ. შევეცდებით კარგად ვიასპარეზოთ და ჩვენს გულშემატკივარს გული არ გავუტეხოთ. მგზავრობამაც გავლენა იქონია. ვფიქრობ, ეს შედეგი ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალიცაა“.

საბა ეგრისელაშვილი, თსუ 2: „აღვნიშნავ, რომ ძალიან დაძაბული თამაში იყო. ანგარიშში სხვაობა არ ასახავს თამაშის ხასიათს. კარგი გუნდია ქუთაისი. ახალი მოთამაშეები დავიმატეთ, ნელ-ნელა უფრო შევთამაშდებით და უკეთეს შედეგს დავდებთ. ჩემი აზრით, წინა თამაშისგან განსხვავებით, რომელიც დავთმეთ გორთან, უფრო თავდაჯერებულები გამოვედით. ჩვენი თამაშის გვჯეროდა, არ დავნებდით, გავაგრძელეთ ბრძოლა და ანგარიშზეც აისახა ეს ყველაფერი, რაც დასაფასებელია“.

მეორე ტურის სხვა შეხვდრაში „გორი“ „წალენჯიხას“ ეთამაშება, ევროპის უნივერსიტეტი 2 კი ილიაუნი 2-ს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024