სათასო ბატალიები კორპორატიული გუნდებისთვისაც იწყება

ყველა სიახლე
05 მაისი 2017

სათასო ბატალიები კორპორატიული გუნდებისთვისაც იწყება

5, 6 და 7 მაისს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს უმასპინძლებს. კორპორატიული თასის 1/8 ფინალების გარდა, II ტური მატჩებს ბრინჯაოს ლიგისა და სუპერლიგა C-ს გუნდები გამართავენ.

5 მაისს, 22:00 სთ-ზე, ბრინჯაოს ლიგის ერთი შეხვედრა გაიმართება - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი, სასტუმრო „ბილტმორის“ წინააღდმეგ ითამაშებს

05.05.2017. ბრინჯაოს ლიგა. II ტური

22:00 სდსს - ბილტმორი

შაბათს გაიმართება ოთხი შეხვედრა. ბრინჯაოს ლიგის მეორე ტურში ერთმანეთს DHL  და თბილისის მერია დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება სუპერლიგა C-ს, უნიკრედიტი ჯეო ჰოლდინგთან ითამაშებს, რუბიკონი ტატიშვილის დაუპირისპირდება, ხოლო აჭარა ჯგუფის მეტოქე ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდი იქნება.

06.05.2017. ბრინჯაოს ლიგა. II ტური

19:00 DHL - თბილისის მერია

06.05.2017. სუპერლიგა C. II ტური

20:00 UNICREDIT.GE – GEO HOLDING

21:00 რუბიკონი - ტატიშვილი

22:00 აჭარა ჯგუფი - ეთა

ბრინჯაოს ლიგის II ტურის მატჩებით დაიწყება 7 მაისის სათამაშო დღე. დომსონი ჰერმესს ეთამაშება, ხალიკ ბანკი კი თავის სადებიუტო შეხვედრას მტკვარი ენერჯის წინააღმდეგ გამართავს. კვირას გაიმართება სუპერლიგა C-ს მეორე ტურის დასკვნითი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს Menu.ge და აჭარის ნაკრები დაუპირისპირდებიან.

07.05.2017. ბრინჯაოს ლიგა. II ტური

11:00 DOMSON - ჰერმესი

12:00 ხალიკ ბანკი - მტკვარი ენერჯი

07.05.2017. სუპერლიგა C. II ტური

14:00 MENU.GE - აჭარა

კვირა დღის მთავარი მოვლენა კი კორპორატიული თასის 1/8 ფინალური შეხვედრები იქნება.

არმია, ვითიბი ბანკს დაუპირისპირდება, ვერცხლის ლიგის ლიდერი საქართველოს ბანკი, GWP-სთან ითამაშებს, საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი საქართველოს ფოსტისა და ევროპაბეთის გუნდებს შორის. კიდევ ერთი საინტერესო 1/8 ფინალი შედგება თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ბაქსვუდს შორის. მძიმე გამოცდა ელის ლიბერთი ბანკს, რომლის მეტოქეც ნატახტარის გუნდი იქნება. კიდევ ერთი 1/4 ფინალისტის ვინაობა ავერსისა და ბანკი რესპუბლიკას გუნდების დაპირისპირებაში გაირკვევა. ოქროს ლიგის რეგულარული სეზონის გამარჯვებული პატრული, თასის 1/8 ფინალურ შეხვედრას მინას წინააღმდეგ გამართავს.

07.05.2017. კორპორატიული ლიგის თასი. 1/8 ფინალი

13:00 არმია - ვითიბი ბანკი

15:00 საქართველოს ბანკი - GWP

16:00 საქ. ფოსტა - ევროპაბეთი

17:00 TTC - ბაქსვუდი

18:00 ლიბერთი ბანკი - ნატახტარი

19:00 ავერსი - ბანკი რესპუბლიკა

21:00 მინა - პატრული

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, სასტუმრო „ბილტმორი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024