ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საიუბილეო, მეთხუთმეტე, სეზონი იწყება!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის საიუბილეო, მეთხუთმეტე, სეზონი სტარტს 6 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს. მინი ფეხბურთის კორპორატიულ ჩემპიონატში მონაწილეობას წელს 29 ორგანიზაცია მიიღებს.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა უკვე 15 წელია ჯანსაღი ცხოვრების წესის გარშემო აერთიანებს კომერციულ ორგანიზაციებს და სახელმწიფო უწყებებს. 2008 წლიდან დღემდე მასში მონაწილეობა 160-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. მონაწილე გუნდების ისტორიას რიცხვებში ჩემპიონატის სარეიტინგო სისტემა გვიყვება, სადაც მოცემულია სათამაშო სეზონების და ტიტულების რაოდენობა.
2022/23 წწ. სეზონში ძირითადი ტურნირის პარალელურად, სადაც უკვე გამოცდილი გუნდები იასპარეზებენ, დებიუტანტები საკვალიფიკაციო ლიგაში ჩაერთვებიან. 35+ ასაკის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები კი გრანდ ლიგის მოსაგებად იბრძოლებენ.
ძირითად ტურნირში 18 გუნდი იასპარეზებს, მათგან ყველაზე ტიტულოვანი საპატრულო პოლიციის გუნდია, რომელიც ტიტულებთან ერთად ჩატარებული სეზონების რეკორდული მაჩვენებლითაც გამოირჩევა - „პატრული“ ჩემპიონატში რიგით მეცამეტე სეზონს დაიწყებს. მეცხრე სეზონს ჩაატარებს თავდაცვოს სამინისტროს გუნდია „არმია“. ძირითად ბადეში ასევე იქნებიან: „კროკობეთი“, „საქართველოს ბანკი“, „Georgian Manganese“, „ნიკორა“, „ბეთლაივი“, „დიპლომატ ჯორჯია“, „ბანკი ქართუ“, „ავერსი“, „ლიბერთი ბანკი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „მეამა“, „ფარვანა“, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდი “GSE”, „DHL“, "ხალიკ ბანკი", "ელპოზო", "ჰოსპიტალი", “NS Studio”, „რუსთავის აზოტი“.
საკვალიფიკაციო ლიგაში და გრანდ ლიგაში იასპარეზებენ: Business Media Georgia (“ბიზნეს მედია საქართველო”), „მინა“, „ჯაოკენი“, „სანტე“, „ბაზის ბანკი“, “McGill”, თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“, „ბაქსვუდი“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მოთამაშეებისთვის 2022/23 წწ. სეზონზეც იმოქმედებს საბონუსე სისტემა, რომელსაც უზრუნველჰყოფს ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორი, სპორტული მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი #sbmstore.
ტრადიციულად, ლიგის ტექნიკური პარტნიორი, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA Sport Georgia მოთამაშეს, რომელსაც ეცმევა ჯომას სპორტული ფეხსაცმელი და გოლს + პასის სისტემით იქნება ყველაზე შედეგიანი, გადაეცემა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2023/24 წ.წ სეზონზე კამპ ნოუზე გასამართ FC BARCELONA-ს ერთ-ერთ მატჩზე დასასწრები ორი ბილეთი.