ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონი 23 ოქტომბერს დაიწყება!

ყველა სიახლე
10 ოქტომბერი 2022

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონი 23 ოქტომბერს დაიწყება!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონი სტარტს 23 ოქტომბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს.

რიგით მეხუთე გათამაშებაში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს. ილიაუნი 2, თსუ 2, გორი და საქართველოს უნივერსიტეტი ჩემპიონატში კვლავ იასპარეზებენ. ტურნირს ორი დებიუტანტი ჰყავს - სპორტის უნივერსიტეტი და  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გუნდი „წალენჯიხა“. გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის უნივერსიტეტი, რომელიც უმაღლეს ლიგაში აღზევდა, წლევანდელ სეზონში მეორე გუნდით იასპარეზებს. მეორე გუნდით იქნება წარმოდგენილი შარშანდელი ჩემპიონი - ქუთაისის „ქუთაისიც“.

ფუტსალის ლიგა 2-ს ახალი სათამაშო დარბაზი შეემატა. 2022/23 წწ. სეზონის შეხვედრებს თბილისსა და ქუთაისთან ერთად გორიც უმასპინძლებს.

რეგულარულ სეზონში გუნდები ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან. წრიული ეტაპის შემდეგ ¼ ფინალური სერია გაიმართება, სადაც ½ ფინალისტები გამოვლინდებიან. პლეი-ოფის შეხვედრები 2 მოგებამდე გაგრძელდება. ფინალში გუნდები ერთმანეთს სამ მოგებამდე დაუპირისპირდებიან.

ჩემპიონატის ცხრილი და სათამაშო კალენდარი წილისყრის შემდეგ გახდება ცნობილი. 



  © SBM, 2016-2024