SBMLeague-ის საიუბილეო მე-15 სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის საიუბილეო, მეთხუთმეტე სეზონისთვის გუნდების რეგისტრაცია დაიწყო.
ჩემპიონატი, რომელიც 2008 წლიდან კომერციულ ორგანიზაციებს და სახელმწიფო უწყებებს აძლევს საშუალებას ჩაერთონ მინი ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატში სტარტს ნოემბერში აიღებს. აღნიშნული გათამაშება მთელი თავისი არსით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ორგანიზაციებში კორპორატიული სულისკვეთების ამაღლებას ემსახურება.
#15SBMLeague მოიცავს როგორც ძირითად ტურნირს, ასევე საკვალიფკაციო ლიგას და გრანდ ლიგას, სადაც 35+ ასაკის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები ასპარეზობენ. გასული სეზონის მსგავსად, ძირითად ტურნირში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რეიტინგში საუკეთესო შედეგის მქონე 16 გუნდი ითამაშებს.
ჩვენი ლიგის მოთამაშეებისთვის 2022/23 წწ. სეზონზეც იმოქმედებს საბონუსე სისტემა, რომელსაც უზრუნველჰყოფს ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორი, სპორტული მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი #sbmstore.
ტრადიციულად, ლიგის ტექნიკური პარტნიორი, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA Sport Georgia მოთამაშეს, რომელსაც ეცმევა ჯომას სპორტული ფეხსაცმელი და გოლს + პასის სისტემით იქნება ყველაზე შედეგიანი, მიიღებს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2023/24 წ.წ სეზონზე კამპ ნოუზე გასამართ FC BARCELONA-ს ერთ-ერთ მატჩზე დასასწრებ ორ ბილეთს.
დაინტერესებულმა პირებმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სამონაწილეო შეთავაზება შეგიძლიათ იხილოთ აქ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში:
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფეისბუქის გვერდი
ელექტორნული ფოსტა: 013@sbm.ge
#მეგობრობაჩვენილიგაა