საგაზაფხულო ლიგის გამარჯვებული ჯორჯიან მანგანეზი გახდა!
ყველა სიახლესაგაზაფხულო ლიგის სადეიბიუტო გათამაშების ფინალში ჯორჯიან მანგანეზმა NS Studio დაამარცხა 2-2 (4-3 პ.) და ჩემპიონი გახდა.
ფინალური მატჩის პირველი ნახევარი GM-მა გიგა ჩუბინიძის გოლით მოიგო. მეორე ტაიმში გიორგი ივანიშვილმა წონასწორობა აღადგინა და გიორგი თოთლაძემ გუნდი წინ გაიყვანა. შალვა ფურცელაძემ დროის ამოწურვამდე ანგარიშის გათანაბრება შეძლო და გამარჯევბულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც ჯორჯიან მანგანეზის სასარგებლოდ 4-3 დასრულდა.
წალენჯიხასა და ხალიკ ბანკს შორის გამართული მატჩი მესამე ადგილისთვის წალენჯიხას გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა. „ბანკირები“ მეცხრე წუთზე დაწინაურდნენ. ტაიმის ბოლომდე „მეგრელებმა“ წონასწორობა აღადგინეს და მეორე ნახევარში წინ გავიდნენ. მალევე ხალიკმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ საფინალო სირენამდე ოცდაათი წამით ადრე წალენჯიხამ გაიტანა და 3-2 იმარჯვა. ბრინჯაოს პრიზიორებიდან დუბლი დანიელ გერგედავამ გაიფორმა.
ჩემპიონატის ბომბრდირი 5 გატანილი გოლით გიორგი ივანიშვილი (NS Studio) გახდა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ზურა შერგელაშვილი (GM) დასახელდა.
გიორგი ივანიშვილი, NS Studio: „რთულია წაგებული თამაშის მერე შეფასება, მაგრამ მეორე ტაიმში ძალიან კარგი თამაში იყო, შევძელით და წინ გავედით, მაგრამ ერთიუყურედღებობით გოლი გავუშვით. ის დასანანი გოლი რომ არ გაგვეშვა, შეიძლება პენალტებამდეც არ მისულიყო საქმე. მერე უკვე იღბალზე ხარ დამოკიდებული. ივანემ ვერ გამოიყენა პენალტი, გამოუცდელობის ბრალია, მაგრამ მისი წაგებული არ არის ეს ფინალი. ჩვენ ვერ შევაგდეთ გოლი თამაშში. ღირსეული გამარჯვებული ჰყავს ჩემპიონატს. სეზონი ცოტა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ შევთამაშდით და კარგ თამაშებსაც ვაჩვენებდით. ბომბარდირობაც გუნდის დამსახურებაა, ჩემამდე პასი რომ არ მოსულიყო, ვერ შევაგდებდი“.
ზურა შერგელაშვილი, GM: „უპირველეს ყოვლისა, ჯორჯიან მანგანეზს დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან გახარებულები ვართ ჩემპიონობით. მოწინააღმდეგე მშვენიერი გუნდი იყო, წარმატებებს ვუსურვებ. პენალტების სერიაში არავინ არ არის ფავორიტი. შანსები თამაშშიც ორივე გუნდს გვქონდა. უფრო ალბათ ჩვენმა ენერგიამ და ბოლო წუთებმა გადაწყვიტა მატჩის ბედი, ვთვლი, რომ 2-2 სრულიად მისაღები შედეგი იყო. ძალიან მოხარული ვარ ჯილდოთი. პირველ რიგში, გუნდელებს მინდა მადლობა გადავუხადო, მე მარტო არ ვაკეთებ ამ ყველაფერს, ჩვენ ვართ გუნდი და გუნდიდან გამომდინარე შევძელი მეც ეს“.
ბიზნესწის ჩემიპიონთა ლიგის მეთოთხმეტე სეზონი გაზაფხულის ლიგით დასრულდა.