ქუთაისმა სადებიუტო სეზონი ჩემპიონობით დაასრულა!

ყველა სიახლე
06 ივნისი 2022

ქუთაისმა სადებიუტო სეზონი ჩემპიონობით დაასრულა!

"ქუთაისი" სადებიუტო სეზონში ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა. „იმერლებმა“ საჩემპიონო სერიაში ევროპის უნივერსიტეტს სამივე შეხვედრა მოუგეს და ტიტულს დაეუფლნენ.

მესამე, დაძაბული შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 1-1 დასრულდა. აველო კიკვაძის გოლს ქუთაისის რიგებიდან ირაკლი გვეტაძემ უპასუხა. გიორგი ქურხულმა EU მეორე ტაიმის სტარტზევე დააწინაურა. ქუთაისელთა კაპიტანმა მეორე გოლის გატანაც შეძლო და წონასწორობა აღადგინა (2-2). ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და ორი დამატებითი სამწუთიანი ტაიმი დაინიშნა, რომელიც ქუთათურებმა გამოიყენეს და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. დამატებით დროში გუნდს ჩემპიონობაში ერთი გოლით ბაკურ გულუა დაეხმარა, ბექა ტუღუშმა დუბლი გაიფორმა და საბოლოოდ ქუთაისმა ანგარიშით 2-2 (3-0 დ.დ.) იმარჯვა.  

ქუთაისმა ამ ჩემპიონობით ფუტსალის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.



  © SBM, 2016-2024