ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ილიაუნი 2 დაწინაურდა!

ყველა სიახლე
23 მაისი 2022

ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ილიაუნი 2 დაწინაურდა!

თსუ 2 და ილიაუნი 2 ერთმანეთს ფუტსალის ლიგა 2-ის მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდნენ. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული პირველი შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. სამბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ ილიაუნიმ თამაშში დაბრუნება შეძლო და პრინციპული მეტოქე საბოლოოდ 6-4 დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმი თსუ-მ 4-1 მოიგო, მაგრამ თამაშის განახლებისთანავე ილიაუნიმ სწრაფი გოლებით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და თამაშის დასრულებამდე წინ გასვლაც შეძლო. მცდელობების მიუხედავად თსუ-მ წონასწორობა ვერ აღადგინა და ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ პირველ შეხვედრაში დამარცხდა. გამარჯვებული გუნდიდან გიორგი წიქვაძემ და ნიკოლოზ ბოლქვაძებ დუბლი გაიფორმეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი წიქვაძე, ილიაუნი2: „თავიდან გეგმა გვქონდა, რომ მარტივი გოლები არ გაგვეშვა და უპირატესობით დაგვეწყო, რადგან წელს თსუ-სთან სამი თამაშიდან ვერც ერთი მოვიგეთ. ორი ფრედ დავასრულეთ, ერთი წავაგეთ, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო თამაში აქტიურად დაგვეწყო და პირველი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ასე არ მოხდა. მეორე ტაიმში გადაწყობა და უფრო მაღალი პრესინგის თამაში მოგვიწია, რამაც შედეგი გამოიღო. ჩვენი სურვილია ჩემპიონატი ღირსეულად დავასრულოთ, რადგან წინა წელს ჩემპიონები გავხდით და წელსაც საპრიზო ადგილზე გასვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თსუ უძლიერესი გუნდია და ერთ კვირაში შევხვდებით“.

ალექსი ტკაჩოვი, თსუ2: „საკმაოდ კარგად დავიწყეთ დღევანდელი თამაში. რაღაც კომბინაციები ჩვენს სასარგებლოდ მიდიოდა, რაც გვქონდა დახაზული იმას ვაკეთებდით. მეორე ტაიმში ცოტა უხერხული გოლი გაგვივიდა, შემდეგ წითელი მიიღო მოთამაშემ და შეიძლება ითქვას, ილიას მუხტი მიეცა, რითაც შეძლეს თამაშის მობრუნება. ყველაფერი ჩვენი ბრალი იყო. უკეთესად უნდა გვეთამაშა დაცვაში და მეტო გოლი უნდა გაგვეტანა, მომენტები გვქონდა. ამ შეხვედრას ახლავე ვივიწყებთ და შემდეგ თამაშში გამოვალთ ისე მონდომებით და ყურადღებით, როგორც დღეს დასაწყისში ვიყავით“.

ფინალური მატჩების განმეორებითი შეხვედრები 30 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმრთება.



  © SBM, 2016-2024