"იმერლებმა" EU ფინალის პირველ მატჩში დაამარცხეს!

ყველა სიახლე
23 მაისი 2022

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ქუთაისსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი ფინალური დაპირისპირება გაიმართა. საჩემპიონო სერიის სასტარტო მატჩში ქუთაისმა მეტოქე 5-1 დაამარცხა.

ირაკლი გვეტაძემ ქუთაისი მესამე წუთზე დააწინაურა. მალევე აველო კიკვაძემ წონასწოწობა აღადგინა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე ბექა ტუღუშმა „იმერლები“ კვლავ წინ გაიყვანა და მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ ორი უპასუხო გოლი გაუტანა. საბოლოო ანგარიში თორნიკე ხაჭაპურიძემ დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

აველო კიკვაძე, EU: „მოწინააღმდეგეს მადლობა კარგი და ლამაზი თამაშისთვის. ფინალი ფინალია, კარგ გუნდს ვეთამაშებოდით. რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაამთავრეს. გადამწყვეტ მომენტებში რაღაც შეცდომები გვქონდა, რომელმაც იჩინა თავი და ერთი-ორი ბურთით წავიდნენ წინ. ფინალური ეტაპი სამამდეა და მაქსიმუმს შევეცდებით, რომ ახლა რა შეცდომებიც გვქონდა, გამოვასწოროთ ნელ-ნელა და ვარჯიშიდან თამაშზე გადმოვიტანოთ. მეორე თამაშში აუცილებლად მოსაგებად გამოვალთ“.

ლაშა გელოვანი, ქუთაისი: „წელს ამ გუნდთან მოგება არ გვქონდა და ძალიან მოტივირებულები ვიყავით, ყველაზე მეტად ალბათ ეს დაგვეხმარა. თამაში ჩვენ მიგვყავდა. ვფიქრობ, რომ თანაბარი ძალის გუნდები ვართ. შემდეგში უფრო რთული და რთული თამაშები გველოდება, ეს ვიცით. გადამწყვეტი ალბათ მესამე გოლი იყო, რომელმაც უფრო გატეხა მეტოქე და ხუთით შემოგვიტიეს, შემდეგ კარი ფაქტობრივად ცარიელი ჰქონდათ და ამიტომ დაფიქსირდა ეს ანგარიში. ისეთი თამაში არ იყო, როგორი ანგარიშითაც დასრულდა, უფრო დაძაბული იყო“.

ჩემპიონობისთვის ბრძოლა ქუთაისსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის სამ მოგებამდე გაგრძელდება.



  © SBM, 2016-2024