ქუთაისსა და თსუ 2-ს შორის ფინალისტი გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდება!

ყველა სიახლე
08 მაისი 2022

ქუთაისსა და თსუ 2-ს შორის ფინალისტი გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდება!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის ნახევარფინალური სერიის განმეორებითი მატჩები მიმდინარეობს. დაძაბულ და სანახაობრივ ბრძოლაში ქუთაისმა თსუ 2-ს 3-2 მოუგო და სერიაში წონასწორობა აღადგინა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თამაში საწყისი წუთებიდანვე „სტუდენტების“ სასარგებლოდ მიმდინარეობდა. თსუ პირველ ტაიმში ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ „იმერლებმა“ ორივეჯერ აღადგინეს წონასწორობა და ტაიმის მიწურულს ავტოგოლით წინ გავიდნენ. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა და ფინალში გამსვლელი გუნდი გადამწყვეტ ბრძოლაში გამოვილნდება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართული მატჩის ძირითადი დრო 5-5 დასრულდა და თსუ 2-მა დამატებით დროში 3-2 იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ალეკო ცინცაძე, ქუთაისი: „მინდა ვთქვა, ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან კარგი გუნდია. პირველმა თამაშმაც აჩვენა ეს ყველაფერი, ძალიან დაძაბული და ხარისხიანი თამაში იყო. დღესაც იგივეს ველოდით. ორი ადამიანი გვაკლდა. თუნდაც ამ ბიჭების და წინა თამაშიდან რაღაც მიზეზების გამო მთელი სული და გული ჩავდეთ რომ ეს შეხვედრა მოგვეგო. ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ პირველ რიგში ქუთაისში, შემდეგ უკვე თბილისში. გადამწყვეტ მატჩში ვეცდებით იმას რომ გადავიდეთ ფინალში“.

ალექსანდრე ქაჯაია, თსუ2: „პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ქუთაისი ყველაზე ძლიერი გუნდია ჩვენს ჩემპიონატში. მოგეხსენებათ, რეგულარული სეზონი პირველზე დაამთავრა. ვიცოდით, რომ ძალიან დაძაბული თამაში იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა. ორჯერ წინ ვიყავით, მაგრამ მაინც გამოცდილების და ჩვენი უაზრო შეცდომების ხარჯზე გაგვითანაბრეს და შემდეგ წინ გავიდნენ. სამწუხაროა ასე უაზროდ რომ ვმარცხდებით ხოლმე, არაფუტსალური გოლებით, თუმცა იმედი მაქვს, მესამე თამაშში სრული მობილიზებით გამოვალთ და ასეთი პატარა ბავშვური შეცდომები აღარ მოგვივა. ორივე შეხვედრაში თანაბარი თამაში იყო და ვინც ყველაზე მეტად მოინდომებს, ის გაიმარჯვებს“.

ქუთაისსა და თსუ 2-ს შორის გადამწყვეტი ნახევარფინალური მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 15 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024