პატრული ისტორიაში მეშვიდე ტიტულისთვის იბრძოლებს!
ყველა სიახლემეგობრობის თასის გათამაშების ფინალში ერთმანეთს არმია და პატრული დაუპირისპირდებიან. პატრულმა დასკვნითი ეტაპის საგზური თასის მოქმედ გამარჯვებულ დიპლომატ ჯორჯიასთან მოიპოვა.
„ძალოვნებმა“ დიპლომატთან კარი მშრალად შეინახეს და მეტოქე 3-0 დაამარცხეს. გიორგი ფურცელაძისა და რევაზ ინჯგიას გოლებით პატრულმა პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. შეხვედრის მეორე ნახევარში საბოლოო ანგარიში გიორგი ჭანტურიამ დააფიქსირა. ამ შედეგით პატრულს შანსი აქვს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში მეშვიდე ტიტულისთვის იბრძოლოს.
დღის სხვა შეხვედრაში წალენჯიხამ საგაზაფხულო ლიგაში მეორე შეხვედრაც მოიგო. „მეგრელებმა“ ამჯერად ჯორჯიან მანგანეზი დაამარცხეს, ანგარიშით 3-0. წალენჯიხამ მეტოქეს სამივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანა და კარი ბოლომდე მშრალად შეინახა. გოლები გურამ ჩალიგავას, გიორგი სალიას და დანიელ გერგედავას სახელზეა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
რევაზ ინჯგია, პატრული: „პირველ რიგში, ემოციურია, როდესაც ფინალში ხვდები. დავიწყებთ უკვე ამ მატჩისთვის მზადებას. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, კარგი წინააღმდეგობა გაგვიწია მეტოქემ. კარგი გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ შემდეგ სეზონზე. არმიას ვხვდებით ფინალში. ჩვენი თამაში როგორც სტრუქტურულად ასევე ფეხბურთის კუთხითაც დაძაბულია. ფინალის ემოციაც იქნება და ჩემი აზრით, საინტერესო შეხვედრა გველის“.
პატრული და არმია ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშების ფინალში 2018/19 წწ. სეზონზეც დაუპირისპირდნენ, სადაც პატრულმა დაძაბულ ბრძოლაში შეძლო თასის მოპოვება.