არმია მეგობრობის თასის ფინალშია!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის საგაზაფხულო ლიგისა და მეობრობის თასის გათამაშების შეხვედრები მიმდინარეობს.
არმიამ გათამაშების 1/2 ფინალურ მატჩში რუსთავის აზოტთან 2-0 იმარჯვა, თასის ფინალში გავიდა და გრანდ ლიგის შემდეგ მიმდინარე სეზონში მეორე ტიტულისთვის იბრძოლებს. მამუკა ამაშუკელმა ანგარიში მეოთხე წუთზე გახსნა და არმია წინ გაიყვანა. ნადიმ კახაძემ შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მეორე გოლი გაიტანა და არმიამ ფინალის საგზური მოიპოვა.
საგაზფხულო ლიგაში ხალიკ ბანკმა NS Studio 2-0 დაამარცხა და ზედიზედ მეორე მატჩში იმარჯვა. „ბანკირები“ მეთექვსმეტე წუთზე დიმიტრი მაყიშვილის გოლით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში სხვაობა ორ ბურთამდე თორნიკე ერისთავმა გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ნადიმ კახაძე, არმია: „ძალიან დაძაბული და კარგი თამაში იყო. ამ გუნდით პირველად გამოვდივართ და ჩვენთვის მაინც განსაკუთრებული შეგრძნებაა. რაც შეეხება ფინალს, ვეცდებით გრანდ ლიგის შედეგი გავიმეოროთ. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ფინალში ვინ შეგვხვდება“.
თასის გათამაშების ფინალში არმიას მეტოქე მოქმედ გამარჯვებულ დიპლომატ ჯორჯიასა და პატრულს შორის გამოვლინდება.