არმია გრანდ ლიგის ჩემპიონია!

ყველა სიახლე
01 მაისი 2022

არმია გრანდ ლიგის ჩემპიონია!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წ.წ. სეზონის გრანდ ლიგის პირველი გამარჯვებული არმია გახდა, რომელმაც დასკვნით მატჩში ბაქსვუდი დამატებით დროში დაამარცხა, აგარიშით 2-1.

ფინალური შეხვედრის ძირითადი დრო გოლის გარეშე დასრულდა. ჩემპიონის გამოსავლენად ორი დამატებითი ხუთწუთიანი ტაიმი დაინიშნა. „ძალოვნები“ მამუკა ამაშუკელმა პირველივე წამებზე დააწინაურა. მალევე დავით ლომაიამ წონასწორობა აღადგინა (1-1). შეხვედრა პენალტების სერიასთან ახლოს იყო, მაგრამ დროის ამოწურვამდე რამდენიმე წამით ადრე მამუკა ამაშუკელმა ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გამოიყენა და არმიამ სადებიუტო სეზონში გრანდ ლიგის ჩემპიონობა იზეიმა.  

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

მალხაზ მერლანი, არმია: „დღეს ფინალური დღე იყო. ძალიან მაგარი ბრძოლა გამოვიდა, როგორც ზოგადად არმიას შეეფერება. სიმბოლურია, რომ გუშინ, 30 აპრილს, იყო არმიის დღე და ამას დაემთხვა ჩვენი გამარჯვებაც. მინდა ამ გუნდის სახელით თავდაცვის ძალებს მივულოცო 31 წლის იუბილე. გრანდ ლიგას რაც შეეხება, მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. დიდი სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა. დასაწყისიდან დღემდე დაგვეტყო პროგრესი და შესაბამისად, იმ იდეას, რომ სპორტით ვიცხოვროთ, ამის შედეგი დავდეთ პირველივე სეზონზე. ძალიან ემოციური დღე გვაქვს. რეალურად, დამატებით დროში მოგვიწია გოლების გატანა. ძალიან ძლიერ და გამოცდილ გუნდთან გვქონდა შეხება და მათთან გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა. საბოლოო ჯამში, ფორტუნა ჩვენსკენ იყო“.



  © SBM, 2016-2024