McGill გრანდ ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია!

ყველა სიახლე
01 მაისი 2022

McGill გრანდ ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წ.წ. სეზონის გრანდ ლიგის მესამე ადგილოსანი McGill გახდა. „იურისტები“ ელპოზოს დაუპირისპირდნენ და საპრიზო ადგილისთვის გამართულ ბრძოლაში 5-2 იმარჯვეს.

McGill მეცხრე წუთზე დაწინაურდა. ელპოზომ წონასწორობა აღადგინა და მეორე ტაიმის სტარტზე დაწინაურდა კიდეც. მელევე ლაშა მდივანმა ანაგრიში გაათანაბრა. ოცდამეათე წუთზე ბრინჯაოს მედალოსანმა წინ გასვლა საბოლოოდ შეძლო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი ნიკოლოზ ჯალაღანიამ გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი წიკლაური, McGill: „ძალიან საინტერესო სეზონი გამოვიდა. ოთხი გუნდი მონაწილეობდა და ოთხივე საფუძვლიანად იყო მომზადებული ამ ტურნირისთვის. ვფიქრობ, რომ ღირსეულები თამაშობენ ფინალში. ჩვენი დღევანდელი მეტოქეც არ უჩვენებდა ცუდ ფეხბურთს. მაქსიმალური გავიღეთ ამ ასაკობრივ კატეგორიაში. იმედია, ფინალიც საინტერესო იქნება. მადლობა ჩემპიონატის ასე კარგად ორგანიზებისთვის. დღეს მესამე გოლი რომ გავიტანეთ, მეტოქე უფრო გაიხსნა და შემდეგ ორი შედეგიანი კონტრშეტევა გამოგვივიდა, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა მატჩის ბედი. სხვა მხრივ, თანაბარი თამაში იყო“.

გრანდ ლიგის ჩემპიონი ბაქსვუდსა და არმიას შორის გამოვლინდება.



  © SBM, 2016-2024