საგაზაფხულო ლიგაში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა!

ყველა სიახლე
01 მაისი 2022

საგაზაფხულო ლიგაში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წ.წ. სეზონში სტარტი საგაზაფხულო ლიგამ აიღო. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სადებიუტო ლიგის შეხვედრები გაიმართა.

ხალიკ ბანკმა ჯორჯიან მანგანეზი 3-1 დაამარცხა და სამი ქულა მიითვალა. მატჩის მეათე წუთზე ანგარიში ვალერი ზანგურმა გახსნა და ხალიკი დააწინაურა. ტაიმის ბოლომდე GM-მა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარში „ბანკირები“ კვლავ დაწინაურდნენ და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდეს.

საგაზაფხულო ლიგა გუნდი წალენჯიხას გამარჯვებით დაიწყო. წალენჯიხამ NS Studio-სთან 4-2 იმარჯვა. ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ NS Studio-მ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ შეხვედრის ბოლო ორწუთიან ინტერვალში წალენჯიხამ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ვაჟა კვარაცხელიამ გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ივანიშვილი, NS Studio: „სულ რთულად ვიწყებთ თამაშს, გამოფხიზლება გვჭირდება ხოლმე. მერე მოვატრიალეთ, მაგრამ ისევ ჩვენი შეცდომებით გაგვდის გოლი. კვირა დღეს ერთად თამაში სიამოვნებაა. ჩვენთვის ურაყოფითად იმოქმედა, 4-2 წავაგეთ. მოწინააღმდეგეს არ ვიცნობდით და თავიდან ვერ დავაფასეთ, შემდეგ უკვე როცა მივხვდით როგორ საბრძოლველად გამოვიდა მეტოქე, გვიანი იყო. ამ ლიგაში უფრო თანაბარი ძალებია. იქით გამოცდილი გუნდები არიან, წლებია თამაშობენ. ახლა მეტი შანსი გვაქვს რომ მოგებისკენ გავიწიოთ“.

ალექსანდრე ღვინჯილია, წალენჯიხა: „პირველ რიგში, მადლობელი ვარ, რომ თამაშის შანსი მოგვეცა. სხვადასხვა ეტაპზე ყველა ინდივიდუალურად ვთამაშობდით ადრე ფუტსალს, მაგრამ წალენჯიხას სახელით პირველად გამოვდივართ. გამოუცდელი გუნდი ვართ, რამაც ბევრი მომენტის გამოუყენებლობა განაპირობა. 2-0-დან 2-2 გაგვიხადეს, ბოლო წუთებზე ჩვენი მხრიდან მეტმა მონდომებამ და მეტოქის დაღლამ ბოლოს ორი გოლის გატანა განაპირობა. ჩვენმა მეკარემ თამაშისას თითი დაიზინა და ამის მერე გადაწყობა ცოტა გაგვიჭირდა. საერთო ჯამში, ჩვენთვის პირველი გამოცდილებაა და კმაყოფილები ვართ აქ თამაშით“.

საგაზაფხულო ლიგაში გუნდები ერთმანეთს ერთ წრედ დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024