ევროპის უნივერსიტეტი 1/2 ფინალურ სერიაში დაწინაურდა!

ყველა სიახლე
30 აპრილი 2022

ევროპის უნივერსიტეტი 1/2 ფინალურ სერიაში დაწინაურდა!

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წ.წ. სეზონის ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრები მიმდინარეობს. ევროპის უნივერსიტეტმა ილიაუნი 2-ს სანახაობრივ ბრძოლაში ბოლო წამებზე გატანილი გოლით 5-4 სძლია და სერიაში დაწინაურდა.

დაძაბულ დაპირისპირებაში EU-მ ორჯერ ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ წინ გასვლა შეძლო. ბოლო წუთზე გიორგი წიქვაძემ აქტივში მეორე გოლი მიითვალა და ილიაუნიმ წონასწორობა აღადგინა. თამაშის დასრულებამდე ოთხი წამით ადრე ევროპის უნივერსიტეტის რიგებიდან აველო კიკვაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და სერიის პირველ შეხვედრაში EU-მ მეტოქე 5-4 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთ-თრიკი გიორგი ქურხულმა გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

აველო კიკვაძე, EU: „ილიასთან სულ დაძაბული თამაში გვაქვს და ბოლო წუთამდე ვერ გაიგებ როგორ დასრულდება, ასე იყო დღევანდელ თამაშშიც. პირველ ტაიმში ბევრი შეცდომები გვქონდა. მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე მალევე გავიტანეთ გოლი და ამან შემდეგ მუხტიც მოგვცა. დაძაბულ ბრძოლაში გავიმარჯვეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე მატჩი ძალიან რთული იქნება. ამაზე ბევრად კარგი თამაში იქნება. ჯერ-ჯერობით არც არაფერია გადაწყვეტილი. ვეცდებით უფრო თავდაჯერებულად ვითამაშოთ“.

საბა მაჩიტიძე, ილიაუნი2: „კარგი თამაში იყო ნამდვილად. მაყურებლისთვის სანახაობრივი. პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოვიგეთ, შემდეგ არ ვიცი რის გამო, მაგრამ ისე მოხდა, რომ დავმარცხდით. ბოლო ოთხ წამში გაგვივიდა გოლი, რაც დასანანია. ვეცდებით სერიაში ანგარიში გავათანაბროთ. გასულ წელსაც ზუსტად იგივე მოხდა, ბოლო წუთზე გაგვიტანეს გოლი პირველ თამაშში, მაგრამ მოვახდინეთ კონცენტრაცია და ფინალში გავედით. ვეცდებით იგივე გავაკეთოთ. თბილისში იქნება თამაშები, რაც სასიხარულოა, რადგან მეტი გულშემატკივარი და მუხტი იქნება“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ½ ფინალურ მატჩში ქუთაისი თსუ 2-ს მასპინძლობს.



  © SBM, 2016-2024