მეამა საკვალიფიკაციო ლიგის გამარჯვებულია!

ყველა სიახლე
17 აპრილი 2022

მეამა საკვალიფიკაციო ლიგის გამარჯვებულია!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წ.წ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის გამარჯვებული მეამა გახდა. თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩში მეამამ რუსთავის აზოტი მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა.

მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. მეთხუთმეტე წუთზე აზოტის მეკარემ, ნიკა ნაროზაშვილმა შვიდმეტრიანი საჯარიმო დარტყმა მოიგერია, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე მეამას რიგებიდან გამარჯვების გოლი გიორგი ლუკავამ გაიტანა. მეორე ნახევარში მცდელობების მიუხედავად ანგარიში არ შეცვლილა და ფინალური დაპირისპირება 1-0 დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიგა ესიტაშვილი, მეამა: „ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე ვერ გავედით, მაგრამ ფინალში გასვლა შევძელით. ბოლომდე შემართებით ვიყავით და შედეგიც დავდეთ. ძალიან დაძაბული ფინალი იყო. ბევრი მომენტი იყო. საბოლოო ჯამში მშვენიერი თამაში გამოვიდა და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. დაძაბულობა იყო და ბევრი გოლი ამიტომაც არ გავიდა“.

საკვალიფკაციო ლიგის საუკეთესო მოთამაშედ გიგა ესიტაშვილი დასახელდა, რომელსაც მეამას რიგებში ყველაზე მეტი, რვა გოლი აქვს გატანილი.



  © SBM, 2016-2024