საქართველოს უნივერსიტეტმა თსუ 2-თან სერიაში ანგარიში გაათანაბრა!

ყველა სიახლე
16 აპრილი 2022

საქართველოს უნივერსიტეტმა თსუ 2-თან სერიაში ანგარიში გაათანაბრა!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წ.წ. სეზონის მეორე ნახევარფინალისტი თსუ 2-სა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის გადამწყვეტ შეხვედრაში გამოვლინდება.

განმეორებითი ¼ ფინალი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. გუნდებმა ბევრი სახიფათო შეტევა გაცვალეს. თამაშის ბედი ოცდამეცხრამეტე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. UG-მ ბევრი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ ანგარიშის გახსნა დავით ჯერანოვის გოლით შეძლო, მატჩის ბოლომდე კარი მშრალად შეინახა (1-0) და მეოთხედფინალურ სერიაში წონასწორობა აღადგინა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გეგა კოშაძე, თსუ2: „დღევანდელი შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო. ორივე მხრიდან შეტევები მიდიოდა. დაცვაში ვიდექით და ჩვენს მომენტებს ველოდებოდით. ყველაფერი ბოლო თამაშში გადაწყდება. ჩვენ მაქსიმალურად მოვემზადებით და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ძლიერი გუნდია UG და ველოდით ასეთ წინააღმდეგობას. დღეს რამდენიმე მცდელობა გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ, ამიტომაც წავაგეთ ჩემი აზრით თამაში“.

გიორგი შატაიძე, UG: „თსუ ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე ფუტსალის მოთამაშე გუნდია. წრიულ ეტაპზეც ძალიან გაგვიჭირდა მათთან თამაში - სამი შეხვედრიდან ორი მოგვიგეს, ერთი ფრედ დასრულდა. პლეი-ოფის პირველი თამაშიც წავაგეთ. დღეს მოვინდომეთ, იმაზე მეტი გავაკეთეთ, რაც თითოულ ჩვენგანს შეგვეძლო და შედეგიც დაიდო. მესამე თამაში კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება. რადიკალურად განსხვავებული თამაშები გამოვიდა. პირველ მატჩში ცოტა დაძაბულები ვიყავით, ჩვენი გუნდიდან ბევრისთვის პლეი-ოფი პირველია. მწვრთნელის რჩევები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. იმედია, მესამე თამაშიც ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება. თსუ-ს კიდევ ერთხელ ჩემგან აპლოდისმენტები“.

საქართველოს უნივერსიტეტსა და UG-ის შორის გადამწყვეტი  ¼ ფინალური მატჩი 18 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024