გრანდ ლიგის ფინალში არმია და ბაქსვუდი ითამაშებენ!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წ.წ. სეზონის გრანდ ლიგის ფინალისტები გამოვლინდნენ. ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს არმია და ბაქსვუდი დაუპირისპირდებიან.
არმიამ McGill განმეორებით 1/2 ფინალურ მატჩში 5-0 დაამარცხა და გამარჯვებული დამატებით ტაიმში გამოვლინდა (1-0). „ძალოვნები“ მეცხრე წუთისთვის ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, მეორე ტაიმის სტარტზე სვაობა სამ ბურთამდე გაზარდეს და საბოლოოდ ძირითად დროში 5-0 იმარჯვეს. დამატებით ტაიმში საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე გოჩა ჯიქიამ მამუკა ამაშუკელის გადაცემა გამოიყენა და გუნდს ფინალის საგზური მოუტანა. შეხვედრაში დუბლი გაიფორმეს მალხაზ მერლანმა და იმედა თავშავიძემ.
ბაქსვუდმა ელპოზოს განმეორებით 1/2 ფინალში 5-1 სძლია. გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ დასრულდა და შედეგად, ბაქსვუდი ფინალში გავიდა. გრანდ ლიგის ფინალისტმა პირველივე ტაიმში მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობა, რომელიც ბოლომდე შეინარჩუნა. შეხვედრაში დუბლით თენგიზ უგრეხელიძე გამოირჩა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
მამუკა ამაშუკელი, არმია: „ძალიან ემოციური თამაში იყო. პირველი მატჩი წაგებული გვქონდა. ძირითად დროში აუცილებლად გვჭირდებოდა მოგება და რა თქმა უნდა, დამატებითშიც, რადგან მეკარე ჰყავთ ძალიან მაგარი. პენალტების სერიაში რომ გადასულიყო თამაში, იყო დიდი შანსი, რომ მოწინააღმდეგეს მოეგო. თავიდანვე წავიყვანეთ ანგარიში და მეტოქემაც დათმო თამაში, მთელი აქცენტი ათი წუთისთვის შეინახეს. ძირითადად დაცვაში იყვნენ და ვფიქრობ, პენალტეში ერჩივნათ გადაწყვეტილიყო შეხვედრის ბედი. ფინალს რაც შეეხება, სულ რომ არაფერი, არმია ვართ და ბოლომდე დავიხარჯებით, როგორც შეგვეფერება. მით უმეტეს, პირველად ტარდება ამ ასაკობრივ კატეგორიაში ტურნირი და პირველი ჩემპიონი მაინც უფრო დასამახსოვრებელია“.
გიორგი ვაშაკიძე, ბაქსვუდი: „დღევანდელ მატჩში წინასთან შედარებით უფრო მარტივი გამარჯვება იქიდან გამომდინარეობს, რომ წინ თამაშში ბოლო წამზე დავთმეთ უპირატესობა და ეს მომენტი გავითვალისწინეთ. მიზანი და დავალება გვქონდა, რომ პირველიდან ბოლო წუთამდე გვებრძოლა და ერთ ტემპში ჩაგვეტარებინა თამაში. ამან გაამართლა. კონცენტრაცია მთელი თამაში არ დაგვიკარგავს. ჩემი აზრით, თავიდანვე ჩვენ და არმია ვიყავით ფავორიტები, პრინციპში, გამართლდა კიდევაც, ორივე გუნდი ფინალში ვართ. წრიულ ეტაპზე თითო თამაში მოვუგეთ ერთმანეთს და თანაბარი დონის გუნდები ვართ. ძალიან საინტერესო და კარგი თამაშის მოლოდინი გვაქვს ფინალში. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თასი მოვიპოვოთ“.
გრანდ ლიგის ფინალი არმიასა და ბაქსვუდს შორის 1 მაისს გაიმართება.