ევროპის უნივერსიტეტი 1/4 ფინალურ ბრძოლაში დაწინაურდა!

ყველა სიახლე
13 აპრილი 2022

ევროპის უნივერსიტეტი 1/4 ფინალურ ბრძოლაში დაწინაურდა!

ფუტსალის ლიგა 2-ის ¼ ფინალური ეტაპის მეორე მატჩში ერთმანეთს ევროპის უნივერსიტეტი და გორი დაუპირისპირდნენ.

დაძაბული მატჩის პირველი ნახევარი 0-0 დასრულდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში EU თამაზ ვახანიასა და კახაბერ გოგოხიას გოლებით დაწინაურდა. ოცდამეთორმეტე წუთზე ნიკოლოზ სულთანიშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ გორი დარჩენილ დროში მეტოქეს ვერ დაეწია და საბოლოო ანგარიში 3-1 გიორგი ქურხულმა დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ქურხული, EU: „დაძაბული თამაში იყო. რა თქმა უნდა, ველოდი კიდევაც. ალბათ გადამწვეტი პირველი გოლი იყო. მთავარია, თამაში გაგვეხნსა. მოწინააღმდეგე უკნიდან გვეთამაშებოდა და მთავარი მიზანი იყო პირველი გოლი გაგვეტანა. შემდეგ ყველაფერი ისე წავიდა როგორც გვინდოდა და ისე დასრულდა, როგორც ველოდით. დღეს ბურთის ფლობაში გვქონდა პირველ რიგში უპირატესობა; მომენტებითაც ბევრად უკეთესი მომენტები გვქონდა. ჯერ არაფერი დამთავრებულა, იგივე შემართებით ვიქნებით და იმ შეცდომებს, რაც დღეს დავუშვით გამოვასწორებთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ¼ ფინალური შეხვედრები თბილისის სპორტის სასახლეში 16 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024